Imagine Dragons – როკ ბენდი, რომელიც თანამედროვე პოპ კულტურის ნაწილად იქცა

31 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბენდი კონცერტს გამართავს. Imagine Dragons Starring Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა.
ფოტო: ანა უებერი/Getty Images

მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე გამოკვეთილ ვარსკვლავს ხშირად შევხვდებით, თუმცა, 2020-იან წლებიდან იშვიათად თუ გაგვახსენდება როკ ბენდი, რომელიც პოპ კულტურის ნაწილი გახდა და ვარსკვლავური  ჯგუფის სტატუსი დაიმსახურა. 

უამრავი გაყიდული ალბომით, არაერთი ჰიტით, სანახაობრივი მუსიკალური შოუებით და კინო, თუ  სატელევიზიო ინდუსტრიასთან გადაკვეთით, Imagine Dragons ახალი თაობის რჩეულ როკ ჯგუფად იქცა. თბილისში, 31 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბენდი კონცერტს გამართავს. Imagine Dragons საქართველოს  Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა. Starring Georgia  ორწლიანი კამპანიაა, რომლის დროსაც საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი ვარსკვლავების ეწვევა. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად Imagine Dragons უახლესი ალბომის Mercury-ის მსოფლიო ტურნეშია და საქართველოში დაანონსებულ კონცერტს მისი ერთგული თაყვანისმცემლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან დაესწრებიან. 

Black Sea Arena

Imagine Dragons 2009 წელს ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი დენ რეინოლდსია. Მის გარდა ბენდში არიან: უეინ სერმონი (გიტარა), ბენ მაკი (ბასი) და დენიელ პლაცმანი (დრამი). Imagine Dragons-მა სადებიუტო ალბომი Night Visions 2012 წელს გამოსცა. ისეთი ჰიტებით, როგორებიც არის Radioactive და Demons, მუსიკალურმა პროექტმა მსოფლიო ყურადღება მალევე მიიპყრო და ამის შემდეგ, ბენდს აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მუსიკის არქივი არაერთ საკულტო როკ ჯგუფის სახელს და ისტორიას ინახავს, მუსიკალური მიმომხილველების დიდი ნაწილი თანამედროვეობის ყველაზე პოპულარულ როკ ბენდად სწორედ Imagine Dragons-ს ასახელებს. ტექსტების და მელოდიური ჟღერადობის დამსახურებით, მსმენელი ბენდის  ტრეკებს მოსმენისთანავე იმახსოვრებს. სწორედ ტექსტების შინაარსმა და დასამახსოვრებელმა დრამატურგიულმა მელოდიამ განსაზღვრა ის, რომ ბენდის მუსიკა სხვადასხვა ჟანრის ფილმისა თუ სერიალის საუნდტრეკად იქცა და ეკრანზე ნანახი არაერთი ეპიკური სცენის გახსენებისას, ყურში სწორედ Imagine Dragons-ის ტრეკები ჩაგვესმის. 

Imagine Dragons საკუთარ თავს ე.წ. New-School როკ ჯგუფად მიიჩნევს. გიტარის ენერგიულ ჟღერადობასა და ბიტებთან ერთად, ბენდის მუსიკაში ჰიპ-ჰოპის, ფოლკის, ინდუსტრიული როკის და ელექტრო-პოპის გავლენაა. ჯგუფის წევრებს  პოპის ხასიათი მუსიკალურად კარგად ესმით და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ  Imagine Dragons თინეიჯერი მსმენელისათვის რელევანტურ შემსრულებლად იქცა.  

დაახლოებით 15 წელიწადში ბენდის წარმატება ისეთ მასშტაბებს მისწვდა, რომელიც ბევრი მუსიკოსისათვის საოცნებოა. 17 მილიონი გაყიდული ალბომი, 14.8 მილიარდი სტრიმი (მხოლოდ შეერთებული შტატების მასშტაბით), BIllboard-ის Hot 100-ის ჩარტებში შესული 19 ჰიტი, Billboard 200-ის ჩარტების ლიდერი 10 ალბომი – ეს ის ზოგადი მონაცემებია, რომლებიც ბენდის გავლენას რიცხვებში გამოხატავს. ჯგუფის ოთხ სიმღერას: Radioactive-ს, Demons-ს, Believer-ს და Thunder-ს ამერიკის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ ე.წ. „ბრილიანტის სერტიფიკატი“ მიანიჭა. ამ სიმღერებიდან ერთ-ერთი, კონკრეტულად კი Thunder ის ნამუშევარია, რომლის ვიდეოს Youtube-ზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

Imagine Dragons-ის შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი 2017 წლის ალბომის EVOLVE-ის გამოცემა იყო. ალბომის სამი ტრეკი Believer, Thunder და  Whatever It Takes ჰიტებად სწრაფად იქცა და ე.წ. „ორმაგი პლატინის სერტიფიკატის“ მფლობელი გახდა. Evolve-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში ბენდმა მსოფლიო მასშტაბით 1,7 მილიონი ბილეთი გაყიდა. 

ამის შემდეგ ერთ წელში ბენდმა ახალი სტუდიური ალბომი Origins გამოსცა. ალბომზე მუშაობისას Imagine Dragons-მა მსოფლიო მუსიკალური სცენის წამყვან პროდიუსერებთან იმუშავა. აქ ყველაზე მეტად იგრძნობა ჟანრობრივი სინთეზი, სადაც როკი, ჰიპ-ჰოპი და ფოლკი ერთმანეთს ერწყმის. ტექსტები მტკივნეულ თემებს ეხება და მსმენელისათვის შთამაგონებელი და სტიმულის მიმცემია.  

„როდესაც მუსიკას ვქმნით, ჩვენ საზღვრებს და წესებს ვივიწყებთ.“ – სწორედ ასე შეაფასა ბენდმა Origins-ზე მუშაობის პროცესი.

ფოტო: ერიკ რეი დევიდსონი

Origins-ის შემდეგ Imagine Dragons-მა რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი Mercury – Act 1 გამოსცა (2021), 2022 წელს კი, Mercury – Acts 1 & 2 გამოვიდა. ამის შემდეგ ბენდმა ალბომის მხარდამჭერი ტურნე დაიწყო და ერთ-ერთი გაჩერება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს Imagine Dragons-ის შოუები, რომლებიც არამხოლოდ მუსიკალურად და ვიზუალურად არის განსაკუთრებული, არამედ ძლიერი განაცხადიცაა. Imagine Dragons თანამედროვე ღირებულებების და ადამიანის უფლებების მხარდაჭერით გამოირჩევა და საკუთარი პოზიციის გახმოვანების პლატფორმად ძირითადად სცენას ირჩევს. ბენდი პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმიანება. მაგალითად, 2022 წელს კონცერტის მსვლელობისას ჯგუფის სოლისტი სცენაზე რამდენჯერმე უკრაინის დროშით გამოჩნდა. 

მიუხედავად იმისა, რომ Starring Georgia-ს პროგრამა არაერთ საკულტო სოლო შემსრულებელსა თუ მუსიკალურ კოლექტივს აერთიანებს ( The Killers, FKJ, Nile Rodgers & Chic, Damian Lazarus, All Day I Dream, ბრუნო მარსი.) შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ  Imagine Dragons-ის რანგის ბენდის კონცერტი, ამ დრომდე ჩვენი ქვეყნის ფარგლებში არ გამართულა. აქ საუბარია არამხოლოდ აქტუალობაზე, არამედ მსმენელის რაოდენობასა და გავლენაზე. სწორედ ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ ჯგუფის კონცერტების ბილეთები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.

Imagine Dragons-ის კონცერტამდე გამხსნელი მუსიკალური პერფორმანსით ქართული თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეული ბენდი – Killages წარდგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Melqo - Kotsnas

Melqo-ს ახალი სიმღერა და ვიდეო-კლიპი  Kotsnas

შემდეგი სტატია

4D MONSTER LOBSTERS – ინტერვიუ ლობსტერებთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი