„მოზაიკის ეფექტი“  – Vinda Folio-მ ახალი EP წარადგინა

„ ამ სიმღერებზე მუშაობა, Eko & Vinda Folio-ს ალბომის, “თერაპიის” გამოსვლის შემდეგ დაიწყო და აი, 2023 წლისთვის ჩავთვალე რომ მზად არის.“
Vinda Folio – „მოზაიკის ეფექტი“


ქართველმა არტისტმა Vinda Folio-მ ახალი EP სახელწოდებით  „მოზაიკის ეფექტი“ გამოუშვა. ნამუშევარი 8 ტრეკს აერთიანებს და მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია. როგორც არტისტი „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, EP-ში შესული მუსიკალური ნამუშევრები პოსტ-პანკის სივრცეში შეგვიძლია მოვიაზროთ. 

Vinda Folio, მუსიკოსი:

„ მუშაობის პროცესი მშვიდი თვითდინებით მიდიოდა. ამ სიმღერებზე მუშაობა, Eko & Vinda Folio-ს ალბომის, “თერაპიის” გამოსვლის შემდეგ დაიწყო და აი, 2023 წლისთვის ჩავთვალე რომ მზად არის.“ 

რაც შეეხება ნამუშევრის სახელწოდებას, მის შინაარსობრივ დატვირთვაზე საუბრისას Vinda Folio ამბობს, რომ ის თანამედროვე სამყაროსთან ერთგვარ მსგავსებას გამოხატავს. „სამყაროს რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ “მოზაიკის ეფექტში”-ა გატარებული, იმისთვის რომ დეტალები არ ჩანდეს.“

აღსანიშნავია, რომ EP-ის ე.წ. ქავერ არტი ხელოვნური ინტელექტის შექმნილია. ტიპოგრაფიის ავტორია Grdzelo, ხოლო მასტერინგსა  და მიქსინგზე თორნიკე გველესიანმა იმუშავა. 

მოუსმინეთ Vinda Folio-ს EP სახელწოდებით  „მოზაიკის ეფექტი“ :

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი 2022 წლის 28 აგვისტოს MTV VMA-ზე, ნიუ ჯერსი. ფოტო: არტური ჰოლმსი.

ტეილორ სვიფტი 2023 წლის MTV Video Music Awards-ის მთავარი ნომინანტია

შემდეგი სტატია

ნიკი მინაჟმა ახალი ტრეკი  Last Time I Saw You გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი