BLACKPINK-ის ლისამ, სიმღერით Money, მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სოლო შემსრულებლის ამპლუაში ლისა უკვე ოთხგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენია.

ცნობილი K-pop ჯგუფის, BLACKPINK-ის წევრმა ლისამ სოლო შემსრულებლის ამპლუაში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მის ტრეკს, სახელწოდებით Money, სტრიმინგ სერვის Spotify-ზე მილიარდი მოსმენა აქვს. 

გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციის მიხედვით, ლისას Money  K-pop-ის სოლო შემსრულებლის პირველი ნამუშევარია, რომელსაც Spotify-ზე მილიარდჯერ მოუსმინეს. Money ლისას 2021 წლის EP-ის –  Lalisa-ს ერთ-ერთი ტრეკია. სინგლი Billboard Hot 100-ის ჩარტებში 90-ე ადგილს იკავებდა.

ლისასთვის ეს პირველი მსოფლიო რეკორდი არ არის. 2022 წელს ის პირველი K-pop არტისტი გახდა, რომელმაც MTV Video Music Awards-ზე გაიმარჯვა. ასევე 2022 წელს ლისამ MTV Europe Music Awards-ის ჯილდოც მოიპოვა და ამ გამარჯვებითაც გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. კიდევ ერთი რეკორდი სოციალური მედიის მონაცემებს ეყრდნობა – K-pop არტისებს შორის ლისას ინსტაგრამზე ყველაზე მეტი – 97,8 მილიონი გამომწერი ჰყავს.

გარდა ლისას სოლო კარიერისა, აღსანიშნავია BLACKPINK-ის მიერ დამყარებული რეკორდებიც. BLACKPINK-ს სხვა ბენდებს შორის Youtube-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს. მუსიკალური კოლექტივი, ქალებისაგან შემდგარ ჯგუფებს შორის, Spotify-ს სტრიმებითაც ლიდერობს. BLACKPINK ასევე არის პირველი K-pop ჯგუფი, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში, ქალი არტისტების ალბომების კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალ არტისტებში BLACKPINK Billboard 200-ის ჩარტებშიც წამყვან პოზიციას იკავებდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ANIK - Feel

ANIK-ის ახალი სიმღერის და მუსიკალური ვიდეოს Feel-ის პრემიერა

შემდეგი სტატია

დინამო არენაზე ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი