Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში – Beckham ვიქტორია ბექჰემი თავისი ქორწინების ყველაზე რთულ პერიოდზე საუბრობს

ვიქტორია ბექჰემის თქმით, ტაბლოიდების ყურადღებამ წყვილის ცხოვრება გაართულა.
ფოტო: ჯეფ სპაისი


ვიქტორია და დევიდ ბექჰემები თანამედროვე მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. 1997 წლიდან, როცა ფეხბურთელმა და მომღერალმა შეხვედრა დაიწყეს, ისინი მუდმივად ტაბლოიდების ფოკუსში იყვნენ. 

Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალის სახელწოდებით Beckham, ბოლო ეპიზოდში ვიქტორია ბექჰემმა გაამხილა, რომ მისთვის 2000-იანი წლების ადრეულო პერიოდი განსაკუთრებით რთული იყო. 

„ეს ის დრო იყო, რასაც ის [დევიდ ბექჰემი] ეხებოდა, ოქროდ იქცეოდა.“ – აღნიშნავს ვიქტორია სერიალში, რომლის პრემიერაც 4 ოქტომბერს შედგა. სერიალში ინტერვიუერი დევიდ ბექჰემს ეკითხება, რამდენად შეცვალა ქორწინებამ მისი ცხოვრება და როგორი გავლენა მოახდინა კარიერაზე.

ვიქტორია ბექჰემმა იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც დევიდ ბექჰემის საფეხბურთო კარიერის გამო, წყვილს მადრიდში გადასვლა მოუწია. როგორც ვიქტორიამ აღნიშნა, ის მათი ურთიერთობის ყველაზე რთული მონაკვეთი იყო, როდესაც ერთმანეთთან კავშირი დაკარგეს. „ეს იმდენად რთული პერიოდი იყო, რომ არც კი ვიცი, როგორ მოვყვე და როგორ აღვწერო ის გავლენა, რაც მან ჩემზე მოახდინა“ – აღნიშნავს ინტერვიუში ვიქტორია ბექჰემი. 

„ნამდვილი კოშმარი იყო. იმ წუთიდან როცა დილით კარს ვაღებდით, პრესა ყველგან იყო, ისინი დაგვყვებოდნენ ყველგან, სადაც არ უნდა წავსულიყავით“ – ამბობს ვიქტორია. 

სერიალმა მაყურებელს აქამდე უცნობი საარქივო მასალა აჩვენა.  დოკუმენტური სერიალი ფეხბურთელის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და სპორტული სამყაროს წარმომადგენლებთან ინტერვიუებსაც აერთიანებს. 

ნახეთ Beckham-ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თინა დალაქიშვილი - მსახიობი / მხატვარი

მუსიკალური რეკომენდაციები თინა დალაქიშვილისგან

შემდეგი სტატია

„აიდას” საკონცერტო შესრულება

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი
Nick Cave Joel Ryan

ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბობ დილანი აუდიტორიაში იმყოფებოდა. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე პირადად მექნება მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ აქედან ვუხდი მას მადლობას. მადლობა, ბობ!"
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი