კანიე უესტი Vultures-ის ტრეილერს აქვეყნებს

ალბომი თებერვალში, მარტსა და აპრილში სამ ნაწილად გამოვა.
Vultures
Blake/Walker

კანიე უესტმა ახალი ალბომის ტრეილერი გამოაქვეყნა. Vultures – ასე ჰქვია ალბომს, რომელიც მუსიკოსმა ტაი დოლა საინთან თანამშრომლობით შექმნა და რომლის გამოცემაც რამდენჯერმე გადაიდო. 

ტრეილერი, რომლის ავტორია ჯონ რაფმანი, სავსეა მისტიკური სცენებით და მასში არ ჩანს არც თავად უესტი და არც ტაი დოლა საინი. ვიდეო სრულდება Vultures-ის სამი ნაწილის გამოშვების თარიღებით, რომლის მიხედვითაც პირველი ნაწილი 9 თებერვალს გამოვა, მეორე – 8 მარტს, ბოლო ნაწილი კი – 5 აპრილს. 

ალბომის გამოშვების თარიღი უკვე არაერთხელ შეიცვალა. თავდაპირველად მისი გამოცემა ოქტომბერში იგეგმებოდა, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო: ჯერ 15, შემდეგ კი 31 დეკემბრისთვის

ალბომის დაგვიანების მიზეზი შესაძლოა ნებართვების პრობლემებიც გამხდარიყო, რის წინაშეც უესტი არაერთხელ დადგა. მაგალითად, სიმღერისთვის Everybody, რომელშიც Backstreet Boys-ის ჰიტის Backstreet Back-ის სემპლია გამოყენებული, გავრცელებული ინფორმაციით, კანიეს ჯგუფისგან ნებართვა არ აუღია. ამასთანავე, წინა კვირას უესტს ნებართვა არც ნიკი მინაჟმა მისცა მათ 2018 წლის ერთობლივ ნამუშევარზე New Body. მინაჟმა კანიეს ინსტაგრამის ლაივის დროს უპასუხა.  

„რაც შეეხება კანიეს, მაგ მატარებელმა უკვე ჩაიარა. არანაირი უპატივცემულობა, უბრალოდ მე ახლახან გამოვუშვი სრულიად ახალი ალბომი. და რატომ გამოვუშვებ ახლიდან სიმღერას, რომელიც სამი წელია გამოცემულია?” 

მინაჟს კი უესტი გამოეხმაურა და თქვა: „ამ გოგოს სამჯერ გადავაწერინე თავისი სტროფი Monster-ისთვის. მე მის კარიერას მხარს ვუჭერდი.” 

ნახეთ Vultures-ის ტრეილერი და კანიე უესტის პოსტი ალბომის გამოცემის თარიღებით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბონ ჯოვის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის პრემიერა აპრილში შედგება

შემდეგი სტატია

MokuMoku - Say what you Say

MokuMoku-ს ახალი ტრეკი Say what you Say

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი