მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა გამოუშვა

მუსიკოსმა ნამუშევარი მსმენელს ვიდეოსთან ერთად გააცნო.
Mebo Renard, Waters Will Rise

მებო ნუცუბიძე, სასცენო სახელით Mebo Renard, ქართულ მუსიკალურ სივრცეში დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა. იმ დრომდე ის The BearFox-ის ვოკალისტი იყო. ახალი პროექტის წარდგენის შემდეგ, Mebo Renard-მა სადებიუტო ალბომი 2015 წელს გამოსცა და არაერთ  ლაივსა თუ ფესტივალზე გამოვიდა. მიუხედავად მსმენელთა საკმაოდ დიდი აუდიტორიის შეძენისა, მებომ აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა დროებით შეწყვიტა და დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი სიმღერა არ გამოუცია. 

Ეს პაუზა 12 თებერვალს შეწყდა, როდესაც Mebo Renard-მა მსმენელს სიმღერა სახელწოდებით „ზღვა ადიდდება”/Waters Will Rise გაუზიარა. მუსიკოსმა ნამუშევარი ვიდეოკლიპთან ერთად გააცნო მსმენელს.

მებო ნუცუბიძე:

„როდესაც მუსიკოსი ხარ, ეს არის შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. რამდენი ხანიც არ უნდა გრძელდებოდეს შემოქმედებითი პაუზა, მუსიკისაკენ მაინც მუდმივად მიიწევ. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა –  მუსიკა არსად წასულა და სწორედ ამ სიმღერით და კლიპით, შეიძლება ითქვას, სცენას ვუბრუნდები. სხვა სიმღერებზეც ვმუშაობ და ლაივებსაც ვგეგმავ”

მებო ნუცუბიძე ავტორ-შემსრულებელია, რომლის მუსიკა ჟანრობრივი ჩარჩოებისაგან თავისუფალია, თუმცა ყველაზე მეტად მასში ინდი-ფოლკის ელემენტები იგრძნობა. ნამუშევრებში  წამყვანია მელოდია, ვოკალი და ის ისტოიები, რომლებსაც ავტორი თავისი ტექსტების საშუალებით გვიყვება. ახალი ნამუშევარი, “ზღვა ადიდდება”/Waters Will Rise, მებოს უწინდელი მუსიკალური სტილისა და კონცეფციის მატარებელია. 

მებო ნუცუბიძე: 

„მიუხედავად იმისა, რომ ავტორ-შემსრულებელი ვარ და Mebo Renard-ის სასცენო სახელით სოლო მუსიკოსის სტატუსით ვმოღვაწეობ, სიმღერების ჩაწერისა თუ ცოცხლად შესრულებისას სხვადასხვა მუსიკოსთან ვთანამშრომლობ. ამჯერად ახალი სიმღერის პროდიუსერი ბეთხოა”. 

რაც შეეხება მუსიკალურ ვიდეოს, ის ლაივ სესიის ესთეტიკით არის გადაღებული. კლიპის რეჟისორი გიორგი დეკანოიძეა, ხოლო ოპერატორი თემო დოლიაშვილი. Mebo Renard-ის უწინდელი ნამუშევრებისაგან ეს სიმღერა იმით განსხვავდება, რომ ქართული ტექსტი აქვს.

მებო ნუცუბიძე: 

„ყოველთვის იმ ენაზე ვმღერი, რომელიც იმ მომენტში სათქმელის გადმოსაცემად ყველაზე ბუნებრივად მეჩვენება. ამჯერად ქართულად არის ტექსტი და სწორედ ის ამბავი და შეგრძნებები გადმოვეცი, რომლებიც ჩემ მუსიკალურ პაუზასთან არის დაკავშირებული. ალბათ სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სიმღერა დასაბრუნებლად”. 

როგორც მებო ნუცუბიძე „Billboard საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნავს, მომავალში კიდევ ერთი სიმღერის ვიდეოს გამოუშვებს, რომელიც ამჯერად ლაივ სესიის ჩანაწერი იქნება. დროსთან ერთად მსმენელი ბევრ ახალ მუსიკალურ ნამუშევარს მოისმენს. მუსიკოსის თქმით, ალბომის გამოცემაზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან აუდიტორიისთვის სინგლების გაზიარებას გეგმავს. 

რაც შეეხება დაგეგმილ კონცერტებს, Mebo Renard-ის  უახლოესი კონცერტი 16 მარტს „კონკაში” გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Სუპერ ბოულის“ სანახაობრივი მუსიკალური შოუთი აშერი პოპ სცენაზე ხმაურიანად დაბრუნდა

შემდეგი სტატია

„სუპერ ბოულის” ფინალზე ფილმ Wicked-ის პირველი ტრეილერის პრემიერა შედგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი