ბიბი კვაჭაძე ახალ კომპოზიციას აზიარებს

Obelisk of Unrighteousness მუსიკოსმა 10 წლის წინ დაწერა.
© თემო კვირკველია

ბიბი კვაჭაძე ახალ კომპოზიციას აზიარებს, სახელწოდებით Obelisk of Unrighteousness. ნაწარმოების თავდაპირველი მონახაზი მუსიკოსმა 10 წლის წინ შექმნა. მისი დასრულება და დღის სინათლეზე გამოტანა კი მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. 

ბიბი კვაჭაძე:

„ზოგადად, სულ რაღაც ჩანახატებს ვაკეთებ ხოლმე. მერე კი ეს იდეები თაროზე იდება. მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ, შესაბამისად, ბევრი ჩემი ნამუშევარი, წლებია, ასე დევს თაროზე. სხვათა შორის, მეგობარი მყავს, რომელიც 30 წლის განმავლობაში მუშაობდა სტივი უანდერთან და მან მითხრა ასეთი რამ: ხშირად ღამე დაურეკავს სტივი უანდერს და სიმღერა მოუსმენინებიაო. მე ვეუბნებიო, რომ საოცარია, ფანტასტიკურად ჟღერს და ამ დროს ის იქიდან მპასუხობსო: „არ ვიცი, არ ვიცი…” და ყველა ის სიმღერა, რაც კი მისგან მომისმენია, ასე თაროზე უდევს დღემდე და არც ერთი მათგანი არ გამოუქვეყნებიაო. 

ასე რომ, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და როცა არტისტი თვითკრიტიკულია, ყოველთვის ასე უყურებს თავის შემოქმედებას. სტივი უანდერს არ ვედრები, რა თქმა უნდა, და, მით უმეტეს, რომ სტივი უანდერი არ ვარ, კიდევ ათმაგად კრიტიკულად ვუყურებ ჩემს თავს. მოკლედ, 10 წლის წინ დავწერე ეს ნამუშევარი, რომელიც აქამდე თაროზე მედო და აი, რატომღაც ახლა მომინდა, რომ საერთოდ სხვა კუთხით გამეკეთებინა. 

სათაურს რაც შეეხება, ზოგადად, უსამართლობის განცდა მაქვს, რომ ადამიანები არასწორად ვიქცევით და ერთგვარი პარაზიტები ვართ ამ პლანეტაზე. არადა ღმერთმა ყველა სიკეთე მოგვცა, მაგრამ ვიქცევით, როგორც პარაზიტები. როდემდე შეიძლება, რომ საკუთარ ამბიციებს, ფულსა და სიხარბეს გადავაყოლოთ ყველაფერი?! ეს სიმღერაც  ერთგვარი ობელისკია ადამიანების ამ არამართებული საქციელისა. ადამიანმა საკუთარ თავს აუგო ეს ობელისკი, რომ არის დესტრუქციული არსება და ეს დესტრუქციული კაცობრიობა ანგრევს ყველაფერს – ყველა იმ სიკეთეს, რაც სამყარომ და უფალმა მოგვცა. ეს პროტესტი სულ მაქვს, მთელი ცხოვრება. ეს ყველაფერი მიდუღს თავში და გულში და ამ ემოციებიდან გამომდინარე დაიწერა ეს კომპოზიციაც. 

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო Სინგლის ქავერიც, რომელიც ძალიან ნიჭიერ ხელოვანსა და ფოტოგრაფს, თემო კვირკველიას ეკუთვნის.” 

ბიბი კვაჭაძე Billboard საქართველოს უახლოესი გეგმების შესახებაც ესაუბრა. მუსიკოსი შვილთან, სანდრო ბიბიჩ კვაჭაძესთან ერთად მინი ბენდის შექმნას აპირებს, რომლის რეპერტუარიც სრულიად სხვა ჟანრში – Funk-ში იქნება გადაწყვეტილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის თქმით, პანდემიისას, როდესაც თავის მორიგ ალბომზე მუშაობდა, თავს მარტოსულად გრძნობდა

შემდეგი სტატია

ვანესა უილიამსი 2024 წლის 12 თებერვალი, ნიუ იორკის მოდის კვირეული. ფოტო: ჯეიმი მაკკარტი

ვანესა უილიამსი მიუზიკლში „ეშმაკი ატარებს პრადას” მირანდა პრისტლის როლს შეასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

ეროვნული ნაკრების ისტორიული კაპიტანი და „მგზავრების“ ფრონტმენი საუბრობენ ჯონ ლენონის ტატუზე, Oasis-ის ფლეილისტებზე, კარიერის მთავარ საუნდტრეკსა და იმ მუსიკალურ ენერგიაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მეტი

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

Billboard-ის 100-წელზე მეტი ხნის ისტორიაში პირველად, გამოცემა რამდენიმე გლობალურ გარეკანს მუსიკისა და სპორტის გადაკვეთას უძღვნის – ფეხბურთისა და მუსიკის დღესასწაულის ისტორიებს 11 ქვეყნის 11 გარეკანი დაეთმობა. პირველი მათგანი 8 ივნისს, აშშ-ის გამოცემამ წარადგინა, ამ კვირაში კი მას კიდევ 10 გარეკანი მოჰყვება. პროექტის დებიუტი აშშ-ის გარეკანით მაილს რობინსონთან და Joey Bada$$-თან ერთად შედგა.
მეტი

Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით – Alarko (კოსმოსური არწივი) არტისტმა თავის ბაბუას, ცნობილ მომღერალ თემურ წიკლაურს მიუძღვნა.
მეტი