ფარელი მაილი საირუსთან თანამშრომლობას აანონსებს

სიმღერა, სავარაუდო სახელწოდებით Doctor, ლუი ვიტონის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გაჟღერდა.
ფარელ უილიამსი და მაილი საირუსი
Kevin Mazur/One Love Manchester/Getty Images for One Love Manchester

ფარელი მაილი საირუსთან ერთად ჩაწერილ დუეტს აანონსებს, რომლის სახელწოდებაც, სავარაუდოდ, Doctor იქნება. ამის შესახებ მუსიკოსმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა და მანქანის მართვის დროს თაყვანისმცემლებს სიმღერის მცირე მონაკვეთი მოასმენინა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფარელმა Doctor საზოგადოებას წარუდგინა. იანვარში სიმღერა ლუი ვიტონის 2024 წლის კაცის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის პრეზენტაციაზეც გაჟღერდა. 

ჟურნალ Rolling Stone-ის ინფორმაციით, კომპოზიცია შესაძლოა თავდაპირველად მაილის 2013 წლის ალბომისთვის Bangerz იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ მასში ვერ მოხვდა. Სიმღერის დემო ვერსიამ პირველად 2017 წელს გაჟონა. 

Bangerz-ში ფარელმა არაერთ სიმღერაზე იმუშავა. 2014 წელს კი მისი და საირუსის დუეტი შედგა ფარელის ალბომში G I R L. მათი ერთობლივი ნამუშევარი Come Get It Bae Billboard Hot 100-ის 23-ე ადგილზე მოხვდა. 

„დისნის არტისტებზე ასეთი თეორია მაქვს: მათ საუკეთესო სამუშაო ეთიკა აქვთ,” – უთხრა 2013 წელს ფარელმა The Hollywood Reporter-ს „ჰანა მონტანას” ვარსკვლავთან თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება საირუსს, ეს წელი მისთვის განსაკუთრებულად დაიწყო: მან კარიერაში პირველი ორი გრემი მოიგო. Billboard Hot 100-ის ლიდერმა სიმღერამ Flowers წლის ჩანაწერისა და საუკეთესო სოლო პოპ შესრულების ნომინაციებში გაიმარჯვა.  

მოუსმინეთ ფარელისა და მაილი საირუსის დუეტის მონაკვეთს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტივენ ტაილერი სექსუალური ძალადობის ბრალდებისგან განთავისუფლდა

შემდეგი სტატია

წინანდალში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი „ევროპაკონცერტს” გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი