„დიზერის” მომხმარებელთა რაოდენობა B2B პარტნიორობის დამსახურებით გაიზარდა

ახალი შეთანხმებების წყალობით, ფრანგულმა სტრიმინგ კომპანიამ 2023 წელი 10.5 მილიონი გამომწერით დახურა.

ფრანგული სტრიმინგ კომპანია „დიზერის” შემოსავალი 2023 წლის მეოთხე კვარტალში 12.1%-ით გაიზარდა და 130.7 მილიონი ევრო შეადგინა. მთელი წლის შემოსავალი კი 484.7 მილიონი ევრო გახდა, რაც წლიური 7.4%-იანი ზრდაა. წელს კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლიურ 10%-იან ზრდას და 533 მილიონი ევროს შემოსავალს მიაღწევენ.

2022 წლის ბოლოს „დიზერის” გამომწერთა რაოდენობა 11.5%-ით გაიზარდა – 9.4 მილიონიდან 10.5 მილიონამდე. მთელი ეს ზრდა კომპანიის ახალი B2B (business-to-business) პარტნიორობების დამსახურებაა. გასულ წელს „დიზერმა” ახალი პარტნიორობა წამოიწყო აუდიოკომპანიასთან Sonos, მედიაკომპანიასთან RTL გერმანიაში და e-commerce კომპანიასთან Mercado Libre ბრაზილიასა და მექსიკაში. ასევე განაახლა პარტნიორობა მობილურ ოპერატორთან TIM ბრაზილიაში, მობილურ ოპერატორთან Orange საფრანგეთში და სავაჭრო ქსელთან Fnac Darty საფრანგეთში.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მისი CEO ჯერონიმო ფოლგეირა, რომელიც პოსტს 2021 წლიდან იკავებს, თანამდებობას ტოვებს. სწორედ ფოლგეირას ხელმძღვანელობის დროს გახდა „დიზერი” საჯარო კომპანია და დაიწყო პარტნიორობა Universal Music Group-თან.

გაიზარდა „დიზერის” წილის ფასიც, კერძოდ 0.5%-ით და 2.18 ევრო შეადგინა. ეს თითქმის გაორმაგებული რიცხვია 2023 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებლთან შედარებით (1.19 ევრო აპრილში), თუმცა დაბალია 2023 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე (3.19 ევრო ნოემბერში).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nini Iris-ის კონცერტი იმ სცენაზე გაიმართება, სადაც ჯიმი ჰენდრიქსს, ბობ დილანსა და ჯენის ჯოპლინს დაუკრავთ

შემდეგი სტატია

დოკუმენტური ფილმის ტრეილერში პოლ საიმონი არტ გარფანკელთან მეგობრობაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი