მადონამ გაამხილა, რომ ოსკარის დახურულ წვეულებაზე თავის საყვარელ მსახიობს, კილიან მერფის შეხვდა

მადონა ყოველ წელს მასპინძლობს ოსკარისშემდგომ დახურულ წვეულებას, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრება.
ფოტო: კევინ მაზური/WireImage/Live Nation

მადონა ოსკარის დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებას ინსტაგრამის პოსტით გამოეხმაურა, სადაც ის დაჯილდოების მთავარ გამარჯვებულებს შეხვდა. 

„ოსკარის წვეულება სახალისო იყო,”- წერს პოპ ვარსკვლავი სოციალურ ქსელში. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ მსახიობს შევხვდი”. ამის შემდეგ მადონამ ე.წ. ჰეშთეგით კილიან მერფის სახელი მიუთითა. ფოტოებზე მადონას მარია ანტუანეტას იმიჯით შთაგონებული კოსტიუმი აცვია. ერთ-ერთ კადრში კი მომღერალი თავად კილიან მერფისთან ერთად არის გადაღებული. 

ამავე პოსტში მადონამ კილიან მერფის გამარჯვება მიულოცა. 10 მარტს მერფი ფილმ „ოპენჰაიმერში” შესრულებული მთავარი როლისათვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციის გამარჯვებული გახდა და ოსკარი მიიღო. 

აღსანიშნავია რომ ოსკარის დაჯილდოების დახურული წვეულების მასპინძელი თავად მადონა იყო. ამ წვეულებას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის რობერტ დე ნირო, მეთიუ მაკკონაჰი, ჯოდი ტერნერ-სმითი, ლენი კრავიცი, სალმა ჰაიეკი და სხვები. ბრიტანული Vogue-ის ცნობით, ექსკლუზიური წვეულების სტუმრებს შორის ასევე იყვნენ ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი. ღონისძიებაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალული იყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველი მუსიკოსის, ბაჩა მძინარაშვილის კონცერტები ნიუ-იორკისა და ლონდონის ცნობილ ჯაზკლუბებში გაიმართება

შემდეგი სტატია

კანის ორკესტრმა ქართველი მუსიკოსის, ანანო სიხარულიძის ნაწარმოები შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი