ნახეთ არიანა გრანდეს We Can’t Be Friends-ის ვიდეოკლიპის გადაღების პროცესი

კლიპში მომღერლის შეყვარებულის როლს ევან პიტერსი ასრულებს.
არიანა გრანდე
Katia Temkin

არიანა გრანდემ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ფილმს Eternal Sunshine of the Spotless Mind.  2004 წლის ფანტასტიკის ჟანრის რომანტიკული დრამა მომღერალმა ამჯერად თავის ახალ კლიპში, სიმღერაზე We Can’t Be Friends (Wait for Your Love), გააცოცხლა. ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე გრანდემ კლიპის გადაღების პროცესის ამსახველი ვიდეო გაავრცელა და გამომწერები კულისებში შეახედა.  

„ეს ვიდეო ჩვენი მოკლე ვერსიაა ფილმისა Eternal Sunshine, თუმცა განსხვავებული დასასრულით. ორივე პერსონაჟი გადაწყვეტს, დაასრულონ თავიანთი ტოქსიკური ურთიერთობის ციკლი და საბოლოოდ სხვა ადამიანებთან მიდიან,” – ამბობს გრანდე ვიდეოში. „ეს არის ამბავი ტკივილის წაშლაზე და იმაზე, რომ მხოლოდ საუკეთესო გინდა მისთვის მაშინაც კი, თუ ეს ერთად ყოფნას არ ნიშნავს.”

ვიდეოკლიპში არიანა გრანდე თავის ყოფილ სასიყვარულო ისტორიასაც ეხმაურება. მისი ყოფილი შეყვარებულის როლს ევანს პიტერი ასრულებს. 

არიანა გრანდეს ახალი ალბომი Eternal Sunshine 9 მარტს გამოვიდა და უკვე Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის ლიდერია. მას წინ უძღოდა ალბომის პირველი სინგლი Yes, And?, რომელმაც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილი დაიკავა.

10 მარტს გრანდემ Wicked-ის პარტნიორთან, სინთია ერივოსთან ერთად ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო სიმღერის ნომინაცია წარადგინა. მას სიხარულის შეძახილი აღმოხდა, როცა წაიკითხა, რომ გამარჯვებული მისი მეგობარი ბილი აილიში გახდა.

ნახეთ არიანა გრანდეს ვიდეო We Can’t Be Friends-ის ვიდეოკლიპის გადასაღები მოდენიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bon Jovi - ფოტო: ნორმან ჯინ როი

Bon Jovi-ის მუსიკალური ვიდეო YouTube-ზე მილიარდ ნახვას აგროვებს

შემდეგი სტატია

დუა ლიპამ ახალი ალბომი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი