კანიე უესტის თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოსული მუსიკის ყველა ჟანრი მისი გამოგონილია

მუსიკოსის თქმით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ის ყველაზე გავლენიანი არტისტია.
კანიე უესტი, 2022 წლის 3 მარტს, მაიამი.
კანიე უესტი, 2022 წლის 3 მარტს, მაიამი.

კანიე უესტმა და Ty Dolla-მ Big Boy-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სტუდიურ ალბომ Vultures-ის შესახებ ისაუბრეს და ბევრ სხვა თემასაც შეეხნენ. ინტერვიუში კანიე უესტი Ty Dolla-სთან დუეტის, პირველი სიმღერა Carnival-ისა და მათი გაცნობის შესახებაც საუბრობს. უესტი ინტერვიუში ყურადღებას მუსიკის ახალ მიმდინარეობებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოსული მუსიკალური ჟანრები მისი გამოგონილია. კონკრეტულად კი, როგორც მუსიკოსი მიიჩნევს, The Weeknd-ის, Drake-ის, Future-ის და  Young Thug-ის მუსიკას საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა.

„ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოსული ყველა მუსიკალური სტილი მე გამოვიგონე, ეს ჟანრები მე შევქმენი. მე შევქმენი Weeknd-ის, Drake-ის, Future-ის ჟანრი და ამას მთელი სიყვარულით ვამბობ. მუსიკალურ ინდუსტრიაში სტანდარტი Auto-Tune მე შემოვიტანე.“ – ამბობს კანიე უესტი Big Boy-სთან ინტერვიუში.

ბევრი შეიძლება დაეთანხმოს მის მოსაზრებას, მაგრამ, როდესაც საქმე ვოკალურ ეფექტ Auto-Tune-ს ეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს მუსიკოს T-Pain-ის გახსენება, რადგან  მუსიკალურ ინდუსტრიაში სწორედ მან მოახდინა ამ მუსიკალური ეფექტის პოპულარიზაცია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კანიე უესტმა  Kid Cudi-ის დამსახურებაც არ აღნიშნა, რომელმაც ჰიპ-ჰოპში ახალი მუსიკალური სტილი დაამკვიდრა. 2008 წელს გამოცემულ კანიე უესტის ალბომ 808s & Heartbreak-ში აშკარად იგრძნობა Kid Cudi-ის გავლენა. 

ინტერვიუს დროს კანიე უესტმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა Ty Dolla-სთან ერთად ალბომის გამოშვება, „მილიონმა ადამიანმა უთხრა მას, რომ ჩემ გვერდით არ დამდგარიყო, თუმცა მან მხარი დამიჭირა და გვერდში დამიდგა“. – ამბობს რეპერი. 

კანიე უესტი და Ty Dolla პირველად იაპონიის ერთ-ერთ სტუდიაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც კანიეს თხოვნით Ty Dolla მისი ალბომის აღმასრულებელ პროდიუსერობას დათანხმდა. პირველი სიმღერა, რომელიც მათ შექმნეს, Band of Thieves-ის სემპლი Burn იყო და სწორედ ამ სიმღერის შთაგონებით გაჩნდა ახალი ალბომის ჩაწერის იდეა. 

საბოლოოდ ალბომი Vultures 1 10 თებერვალს გამოიცა. მისი დებიუტი ბილბორდ 200-ის ჩარტებში შედგა და ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა. ალბომის მესამე სინგლი სახელწოდებით Carnival კი ბილბორდის  Hot 100-ში პირველ ადგილს იკავებს. 

ნახეთ კანიე უესტის და Ty Dolla-ს ინტერვიუ ლეგენდარულ Big Boy-თან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Nick Cave & the Bad Seeds გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის ქალაქებში საკონცერტო ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი