2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალური დაჯილდოება 1 აპრილს, ლოს-ანჯელესში, Dolby-ის თეატრში გაიმართა, სადაც ლეგენდარულმა მომღერალმა შერმა საკულტო, ე.წ. Icon ჯილდო მიიღო.
ოსკაროსანმა და გრემის მფლობელმა მომღერალმა სცენაზე ასვლისას მის არაკეთილმოსურნეებს მიმართა: არის ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელებიც დამცინიან და ამბობენ, ნუთუ მას ერთ შარვალზე მეტი არ აქვს? ეს შარვალი ზუსტად 40 წელია მაქვს და ვფიქრობ, დღეს უნდა ჩამეცვა, რათა ეს ჯილდო ერთად მიგვეღო.“ – ამბობს მუსიკოსი სიცილით.
შერმა თავის ხანგრძლივ კარიერაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, რადგან ჰყავს ადამიანები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მის გვერდით არიან.
„ამის შესახებ ხშირად არ ვსაუბრობ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში დაღმასვლა, როდესაც ჩამწერმა კომპანიებმა უარით გამისტუმრეს, სამუშაო არ მქონდა, თუმცა არასდროს დამითმია ჩემი ოცნება. იოცნებეთ და, რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს დანებდეთ. გააგრძელეთ ოცნება და ერთ მშვენიერ დღეს ის აუცილებლად ახდება.“ – ამბობს შერი.
Icon Award-ის მიღებამდე შერმა დაჯილდოებაზე ბილბორდის საუკეთესო 100-ში შესული სიმღერა Believe ჯენიფერ ჰადსონთან ერთად შეასრულა.
შერს Icon ჯილდო კიდევ ერთმა ცოცხალმა ლეგენდამ მერილ სტრიპმა გადასცა, რომელიც შერთან მას შემდეგ მეგობრობს, რაც მათ 1983 წელს ამერიკულ ბიოგრაფიულ ფილმ Silkwood-ში ითამაშეს.