საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით – BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული
Naré – BOO! – საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

2026 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 24 ოქტომბერს მალტაში გაიმართა. ჟიურისა და მაყურებლის ხმების ჯამით, 202 ქულით, გამარჯვება სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ მოიპოვა სიმღერით BOO!

მეორე ადგილი 184 ქულით ესპანეთმა დაიკავა, მესამე ადგილზე 165 ქულით საფრანგეთი გავიდა, მეოთხე ადგილი 148 ქულით სან მარინოს ერგო, ხოლო საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე 145 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.

წლევანდელ საბავშვო ევროვიზიის მასშტაბურ შოუში ევროპის 16 ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსში მონაწილე ქვეყნები იყვნენ: საქართველო, მალტა (მასპინძელი), საბერძნეთი, სომხეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ირლანდია და ესტონეთი.

ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე მეთხუთმეტე ნომრად წარდგა და საკონკურსო სიმღერა – Sun on the Rooftops  შეასრულა.

სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა. საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა საფრანგეთთან ერთად, რომელთაც ეს კონკურსი ოთხჯერ აქვთ მოგებული, სომხეთმა კი წლევანდელი გამარჯვებით ამ ნიშნულზე მესამე ადგილი დაიკავა.

მოუსმინეთ საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებულ სიმღერას:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Irakli Choladze Quartet - Nu ფოტო: ნატა გზირიშვილი

ირაკლი ჭოლაძის კვარტეტის ახალი ალბომი  – NU

შემდეგი სტატია

ვიმ ვანდეკეიბუსმა თბილისში წარმოდგენა და მასტერკლასი გამართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.

ფილ კოლინზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა: „ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ“

14 ნოემბერს ფილ კოლინზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო არტისტის სტატუსით წარადგინეს. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას კი მუსიკოსმა აღნიშნა, რომ…
მეტი
სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი