ბილი აილიშმა ახალ ალბომში შესული სიმღერების სია გამოაქვეყნა

Hit Me Hard & Soft-ში ათი სიმღერაა გაერთიანებული
ბილი აილიში გრემის დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: გილბერტ ფლორესი
ბილი აილიში გრემის დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: გილბერტ ფლორესი

ბილი აილიშის ახალი მუსიკალური ეტაპი იწყება. 18 აპრილს მომღერალმა ალბომ Hit Me Hard and Soft-ის სიმღერების სია წარადგინა.

ათი ტრეკისგან შემდგარ ალბომში შესულ სიმღერებს შორისაა: Skinny, Lunch, L’Amour De Ma Vie, Blue და Wildflower და სხვა. 

ალბომში ასევე შედის სიმღერა Chihiro, რომელიც სტუდია გიბლის ანიმაციის, Spirited Away-ს შთაგონებით არის შექმნილი. სიმღერის 15-წამიანი თიზერი ბილი აილიშმა Apple Music-ის წამყვან ზეინ ლოუსთან ინტერვიუს დროს გამოაქვეყნა.

„ყოველთვის, როცა რაიმეს ვაქვეყნებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი სხეულის შიშველ ფოტოებს ვდებ, ვფიქრობ, ეს სიმღერაც ასეთია“. – თქვა ბილი აილიშმა სიმღერაზე Chihiro.

ბილი აილიშის მესამე სტუდიური ალბომი Hit Me Hard and Soft 17 მაისს გამოვა. მუსიკოსის დებიუტი 2019 წელს, ალბომით When We All Fall Sleep, Where Do We Go? შედგა, 2021 წელს კი ალბომი Happier Than Ever გამოვოდა. ორივე ალბომი ბილბორდ 200-ში სამი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

ნახეთ სიმღერების სრული სია:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ვაშინგტონის „ამერიკულმა უნივერსიტეტმა” ტეილორ სვიფტთან დაკავშირებული ეკონომიკის კურსი – Swiftonomics წარადგინა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახე Post Malone-ის მსგავსი ტატუებით აქვს მოხატული

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი