ვაშინგტონის „ამერიკულმა უნივერსიტეტმა” ტეილორ სვიფტთან დაკავშირებული ეკონომიკის კურსი – Swiftonomics წარადგინა

მომღერალთან დაკავშირებული თემატური კურსები უკვე არსებობს ისეთ სახელგანთქმულ უნივერსიტეტებში, როგორებიც არის ჰარვარდი, სტენფორდი და სხვები.
ფოტო: გილბერტ ფლორსი/Billboard

ვაშინგტონში მდებარე ცნობილმა უმაღლესმა სასწავლებელმა „ამერიკულმა უნივერსიტეტმა“ ტეილორ სვიფტთან დაკავშირებული კურსი შექმნა. სტუდენტები ეკონომიკის სპეციალურ პროგრამას ტეილორ სვიფტს ფინანსების და მისი შემოსავლების მიხედვით შეისწავლიან. ამ კურსის წარდგენით, ვაშინგტონის „ამერიკული უნივერსიტეტი” ჰარვარდის, სტენფორდის და სხვა მრავალი აღიარებული სასწავლებლის კვალს მიჰყვება, რომლებსაც პროგრამაში ასევე აქვთ ტეილორ სვიფტთან დაკავშირებული მიმართულებები.

Swiftonomics – ასე ჰქვია კურსს, რომლის იდეა თავად ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებს და ამავდროულად სვიფტის დიდ გულშემატკივრებს, მეგან ვისოცკის და მაკენზი შულცს გაუჩნდათ. კურსს ზედამხედველობას გაუწევს უნივერსიტეტის ეკონომიკის ხელმძღვანელი კარა რეინოლდსი. სასწავლო სილაბუსი ისეთ თემებს გააერთიანებს, როგორიც არის, მაგალითად, ტეილორ სვიფტის მიერ საკონცერტო ტურნეს განმავლობაში მიღებული შემოსავლების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. კურსის განმავლობაში სტუდენტები ასევე განიხილავენ ბილეთების გაყიდვების პლატფორმის, Ticketmaster-ის მონოპოლიური პოზიციის ირგვლივ დაწყებულ დებატებს. კურსზე დარეგისტრირება ონლაინ არის შესაძლებელი. სასწავლო პროგრამაზე მოხვედრისათვის სტუდენტს მიკროეკონომიკის საფუძვლები უნდა ჰქონდეთ ნასწავლი.

„ბევრმა უნივერსიტეტმა შექმნა ტეილორ სვიფტთან დაკავშირებული კურსი, თუმცა უმეტესი მათგანი ლიტერატურის, ან სოციოლოგიის დარგშია,”-აღნიშნა კურსის იდეის თანაავტორმა ვისოცკიმ. მისი თქმით, ეს თემა აკადემიური განათლების ტრენდის ათვისების კარგი საშუალება იყო. „იმედი მქონდა, რომ ტეილორ სვიფტის მსგავს პოპულარულ თემაზე ფოკუსირებით, უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებდი ეკონომიკის კურსით,”- აღნიშნულია განცხადებაში.

„ეკონომიკა საზოგადოებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. გამოწვევა იყო, შეგვექმნა ისეთი კურსი, რომელიც [ეკონომიკის] დეპარტამენტს დაეხმარებოდა იმის აღმოჩენაში, თუ რა აინტერესებთ სტუდენტებს ყველაზე მეტად ეკონომიკის შესახებ,”- აღნიშნავს კურსის ზედამხედველი კარა რეინოლდსი.

რაც შეეხება ტეილორ სვიფტის მუსიკალურ კარიერას, ამჟამად მომღერლის ორთვიანი პაუზა დასასრულს უახლოვდება და ამის შემდეგ მისი საკონცერტო ტურნე სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. 19 აპრილს კი მომღერალი გამოსცემს ახალ ალბომს, სახელწოდებით The Tortured Poets Department.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

21 Savage Time-ის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშია

შემდეგი სტატია

ბილი აილიში გრემის დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: გილბერტ ფლორესი

ბილი აილიშმა ახალ ალბომში შესული სიმღერების სია გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი