4GB-ის წლევანდელი ფესტივალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმდა

Billboard
28 მაისი, 2023

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ 4GB-ის წლევანდელი სეზონი გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მათი თქმით, ფესტივალის გაუქმების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!

შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე. ჩვენ ისევ შევხვდებით!” – ვკითხულობთ განცხადებაში.

4GB 2011 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 23, 24 და 25 მაისს უნდა ჩატარებულიყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Prince - 1984 წლის Purple Rain-ის ტურნეს დროს, 4 ნოემბერი, ჯო ლუის არენა, დეტროიტში, ფოტო: როს მარინო

Prince-ის შესახებ გადაღებული ფილმი Purple Rain 4K-ში გამოვა

შემდეგი სტატია

ნახეთ ბილი აილიშის 90-იანი წლებით შთაგონებული მუსიკალური კლიპი Lunch

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი