გერმანელი გამომცემელი და რეჟისორი ანა მიულერი სოხუმის თეატრში ლექციას გამართავს

ანა მიულერი მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჰაინერ მიულერის ქალიშვილია.

24 მაისს სოხუმის თეატრში აუდიტორიის წინაშე წარდგება ცნობილი ახალგაზრდა გერმანელი რეჟისორი და გამომცემელი ანა მიულერი. ის გამართავს ლექცია/დისკუსიას, რომელიც მისი მამის, მსოფლიოში ცნობილი დრამატურგის, ჰაინერ მიულერის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხება.

ანა მიულერი 1992 წელს ბერლინში დაიბადა. როგორც უკვე ვახსენეთ, მამა სახელგანთქმული ჰაინერ მიულერია, დედა კი – ფოტოგრაფი ბრიგიტე მარია მაიერი. 2017-2020 წლებში მიულერმა ნიუ-იორკის კინოაკადემიაში დოკუმენტური ფილმის მიმართულებით მიიღო განათლება.

კინემატოგრაფიაში მოღვაწეობა ანამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნამუშევრით დაიწყო – სადებიუტო დოკუმენტური ფილმი სწორედ მამას მიუძღვნა. ის 3 წლის იყო, როცა ჰაინერ მიულერი გარდაიცვალა და რეჟისორმა ფილმი დედის მოგონებების მიხედვით გადაიღო. აღსანიშნავია, რომ კინემატოგრაფიასთან მჭიდრო კავშირი აქვს ანა მიულერის დედასაც, ბრიგიტე მარია მაიერს, რომელმაც სხვადასხვა დროს რამდენიმე ფილმზე იმუშავა. ანა მიულერის თქმით, ჰაინერ მიულერის შესახებ ფილმი ერთის მხრივ მამის უკეთ გაცნობა იყო და მეორეს მხრივ – დედასთან კოლაბორაცია.

ანა მიულერი და ჰაინერ მიულერი

2020 წლის ინტერვიუში, როცა ჯერ კიდევ სადებიუტო ფილმზე მუშაობდა, ანამ თავის საოცნებო პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფილმი, რომლის გადაღებაც ყველაზე მეტად სურს, არის „თამაში ჭვავის ყანაში”. ანამ ასევე აღნიშნა, რომ ეს საოცნებო, თუმცა არარეალური პროექტია, რადგან ჯერომ სელინჯერის ნების მიხედვით, მისი ეკრანიზაციის უფლება ვერავინ მიიღო.

სწორედ „თამაში ჭვავის ყანაში” იქცა ანა მიულერისათვის კიდევე ერთი მიმართულებით განვითარების ინსპირაციად. მიულერი ასევე არის გერმანული საგამომცემლო სახლის – Herzstückverlag-ის დამფუძნებელი.

„ვფიქრობ, დროსთან ერთად უფრო მარტივი ხდება, რომ ქალმა შემოქმედებით სფეროში იმუშაოს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საზღვრები და სტერეოტიპები. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მეტი თავისუფლებაა და შესაძლებელია შემოქმედებით საკუთარი სამყარო შექმნა”- ამბობს ანა მიულერი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სოხუმის თეატრში 24 მაისს დაგეგმილ საღამოზე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, არა მხოლოდ ანა მიულერი გაიცნოს, არამედ ჰაინერ მიულერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საინტერესო დეტალები გაიგოს. შეხვედრის მოდერატორი დრამატურგი, რეჟისორი და მთარგმნელი გიორგი ჯამბურია იქნება.

ამავე საღამოზე ანა მიულერი წაიკითხავს ჰაინერ მიულერის „ჰამლეტ-მანქანას”, ნიკოლაუს რექსთროთი კი ფორტეპიანოზე მუსიკალურ ინტერლუდიებს დაუკრავს. შესრულდება არნოლდ შონბერგისა და ვალენტინ სილვესტროვის ნაწარმოებები. ასევე შედგება სერგეი რახმანინოვის ნაწარმოების (ფრაგმენტები საფორტეპიანო ციკლიდან „მუსიკალური მომენტები”, თხზ. 16) მსოფლიო პრემიერა.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ლიანა ფაილოძე-ჰარონმა ქართული ნაწარმოებების ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

ფრიდა კალოს მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანსაცმელი, რომელიც მადონას სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებში აცვია, მუზეუმის კოლექციას არ მიეკუთვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი