ჯგუფმა ABBA შვედეთის პრესტიჟული ჯილდო, რაინდის წოდება მიიღო

ვასას სამეფო ორდენი თითქმის 50 წელია არავის მიუღია
ABBA - ფოტო: ბილი ვოლში
ABBA – ფოტო: ბილი ვოლში


შვედურმა პოპ კვარტეტმა ABBA-მ 1974 წელს ევროვიზიაზე სიმღერა Waterloo შეასრულა და პირველი ადგილი დაიკავა.

2024 წლის 31 მაისს ბენდს  შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტაფმა შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ვასას სამეფო ორდენი გადასცა.

ვასას ორდენი თითქმის 50 წელია არავის მიუღია. შვედურ და საერთაშორისო მუსიკალურ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ეს ჯილდო ბენდის ოთხივე წევრს – აგნეტა ფალტსკოგს, ბიორნ ულვეუსს, ბენი ადერსონსა და ანი-ფრიდ ლინგსტადს გადაეცათ.

შვედეთს რამდენიმე სამეფო ორდენი აქვს და მათ შორისაა სერაფიმეს სამეფო ორდენი, რომელიც სახელმწიფო მეთაურებს და სამეფო ოჯახის წევრებს გადაეცემათ, ასევე პოლარული ვარსკვლავის სამეფო ორდენი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არ მქონე პირებს გადაეცემათ.

ვასას სამეფო ორდენის მისაღებად კანდიდატები წლის დასაწყისში დასახელდა. შვედეთის მთავრობამ და მეფემ ერთობლივი გადაწყვეტილებით ნომინანტთა შორის ჯგუფი ABBA შეარჩიეს.

ბენდს ორდენი მეფის სასახლეში საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა. 

“ჯილდო, რომელსაც დღეს მიიღებთ, შვედეთის ხალხის მადლობის გამომხატველია” – განაცხადა ჯილდოს გადაცემის წინ შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტაფმა.

ევროვიზიაზე გამარჯვებამ ABBA-ს უდიდესი წარმატება მოუტანა და მათი მელოდიური დისკო-პოპ სიმღერების ასობით მილიონი ჩანაწერი გაიყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Ასევე გამოვიდა ABBA-ს სიმღერებზე დაფუძნებული სასცენო მიუზიკლი Mamma Mia!, რომელიც უკვე 25 წლის არის.

აღსანიშნავია, რომ წელს ევროვიზია კვლავ შვედეთში გაიმართა და გამარჯვება შვეიცარიელმა მომღერალმა ნემომ დაიმსახურა სიმღერით The Code. 

ჯგუფ ABBA-ს უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია ერთად არ უმღერიათ, თუმცა 2021 წელს ალბომი Voyage გამოსცეს და 2022 წელს ლონდონში ციფრული  ABBA-tars გაიხსნა. ეს არის ციფრული ავატარი რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვირტუალურ კონცერტებს წარმოგიდგენთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TBILISI NEWCOMERS 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

შემდეგი სტატია

რიანამ ქალ არტისტებს შირის ახალი მუსიკალური რეკორდი დაამყარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
მეტი

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

ჯგუფსა და მეხიკოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრისას, ბონომ გამოთქვა სურვილი, რომ U2-ს შემდეგი ტურნე სწორედ ქვეყნის დედაქალაქში დაიწყოს.
მეტი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

19 ივლისის მატჩი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება.
მეტი

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
მეტი