Bon Jovi ახალი ალბომით დაბრუნდა

Ჯგუფმა ალბომზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვოკალისტ ჯონ ბონ ჯოვის ხმის იოგების ოპერაცია ჩაუტარდა.
ფოტო: მარკ სელიგერი

ცნობილმა ამერიკულმა ბენდმა Bon Jovi-მ ახალი სტუდიური ალბომი წარადგინა. Forever – ასე ჰქვია მათ მე-16 ალბომს, რომელმაც დღის სინათლე 7 ივნისს იხილა. აქამდე ჯგუფის ბოლო ნამუშევარი 2020 წელს გამოსული ალბომი იყო. Billboard 200-ის ჩარტში, რომელიც ალბომების რეიტინგს განსაზღვრავს, ის მე-19 ადგილს იკავებდა. 

2022 წელს სტრიმინგ სერვისმა Hulu-მ დოკუმენტური სერიალი – Thank You, Goodnight – The Bon Jovi Story გამოუშვა. სერიალში ბენდის ვოკალისტი ჯონ ბონ ჯოვი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, უფრო კონკრეტულად კი ხმის იოგებზე ჩატარებულ ოპერაციასა და რეაბილიტაციის რთულ გზაზე საუბრობს. მუსიკოსის თქმით, სწორედ ეს პერიოდი იქცა Forever-ის შთაგონებად. 

„ოპერაციის შემდეგ ბევრი დრო მქონდა. ერთადერთი, რაც შემეძლო, დაჯდომა და სიმღერებზე ფიქრი იყო. ისევ ვიგრძენი სიხარული, ბენდის წევრები კვლავ გამოვედით ნისლიდან  და ერთმანეთთან ურთიერთობა დავიწყეთ. ცხოვრება ხელახლა დავაფასეთ,” – აღნიშნა ჯონ ბონ ჯოვიმ გამოცემა Entertainment Weekly-ის ინტერვიუში.

ალბომი 12 ტრეკს აერთიანებს. ნამუშევარი ჯონ ბონ ჯოვიმ და ჯგუფის წევრებმა – დევიდ ბრაიანმა, ტიკო ტორესმა, ჰიუგო მაკდონალდმა, Phil X-მა, ევერეტ ბრედლიმ და ჯონ შენკსმა შვიდ კვირაში ჩაწერეს. 

მოუსმინეთ Bon Jovi-ის ალბომს – Forever. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფარელ უილიამსის ანიმაციურ-ბიოგრაფიული ფილმის თრეილერში ფარელს, Jay-Z-ის და კენდრიკ ლამარს ლეგოს სახით იხილავთ

შემდეგი სტატია

ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ს ახალ რეკლამაში მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი