ჯასტინ ტიმბერლეიკმა დაკავების შემდეგ დუმილი დაარღვია

მომღერალი 17 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი The Forget Tomorrow World Tour-ის ფარგლებში ვანკუვერში
The Forget Tomorrow World Tour

დაკავების შემდეგ ჯასტინ ტიმბერლეიკმა დუმილი დაარღვია. ტურნეს ფარგლებში  ჩიკაგოში გამართული კონცერტის დროს მომღერალი ინციდენტს გამოეხმაურა.

„რთული კვირა იყო,” – უთხრა ტიმბერლეიკმა აუდიტორიას. „ვიცი, რომ ხანდახან რთულია, გიყვარდეთ, მაგრამ თქვენ მაინც განაგრძობთ ჩემს სიყვარულს. ჩვენ ერთად გამოვიარეთ კარგი და ცუდი მომენტები… მაგრამ თქვენ აქ ხართ და მეც აქ ვარ და ამ მომენტს ვერაფერი შეცვლის.”

ტიმბერლეიკი 17 ივნისს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც „ბილბორდმა” მოიპოვა, ჯასტინი გზაზე მას შემდეგ გააჩერეს, რაც გაჩერების საგზაო ნიშანს არ დაემორჩილა, გზა განაგრძო და ამასთანავე, ვერ ახერხებდა მოძრაობის თავის ზოლში შენარჩუნებას. 

„როგორც გაირკვა, ბრალდებული მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მისი თვალები ჩაწითლებული და გაშტერებული იყო. ჰქონდა ალკოჰოლის ძლიერი სუნი, რომელსაც სუნთქვის დროს გამოყოფდა. მას არ შეეძლო კონცენტრირება, ჰქონდა შენელებული საუბარი, ვერ ახერხებდა ფეხზე მყარად დგომას და ვერ გაიარა სტანდარტული სიფხიზლის ტესტები,” – აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოყვანილია თავად ტიმბერლეიკის ციტატაც: „ერთი მარტინი დავლიე და ჩემს მეგობრებს სახლში გავყევი.”

ტიმბერლეიკის შემდეგი სასამართლო მოსმენა 26 ივლისს ჩაინიშნა – იმ დღეს, როცა მომღერალი კონცერტს კრაკოვში მართავს Forget Tomorrow მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, რომელშიც ამჟამად იმყოფება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრეისი აბრამსი ტეილორ სვიფტის მიერ ცეცხლმაქრის გამოყენების სასაცილო ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი პრინც უილიამთან და მის შვილებთან ერთად კულისებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

„სამწუხაროდ ავად გავხდი და iHeartRadio Music Festival-ზე ვეღარ გამოვალ. ბოდიში ვუხდი ჩემს ფანებს და მადლობა iHeartRadio-ს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა,” - წერს რეპერი ინსტაგრამზე
მეტი

პოპ-ვარსკვლავები წარმატებული სამსახიობო კარიერით და მათი წარმატების შანსები 2025 წლის კინოდაჯილდოებებზე

ოთხივე ვარსკვლავს გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნომინაცია აქვს მიღებული.
მეტი

19 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მიქელანჯელოსა და რაფაელის ნამუშევრები გაცოცხლდება

წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი” საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.
მეტი

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი