Kordz, Mechanical Rainbow და სტეფანე ერთობლივ ტრეკს აანონსებენ

SDEQ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც 17 ივლისს გამოვა.
Mechanical Rainbow. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Kordz, ჯგუფი Mechanical Rainbow და სტეფანე კოლაბორაციულ  სიმღერას წარადგენენ. SDEQ – ასე ჰქვია ტრეკს, რომელიც პირველად Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე Mechanical Rainbow-ს გამოსვლის დროს შესრულდა. 

„Kordz-მა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეხვედროდით და ერთობლივ სიმღერაზე გვემუშავა. მელოდია, რომელზეც ეს ტრეკი შეიქმნა, Kordz-ის ე.წ. მუსიკალურ არქივებში იყო და სხვადასხვა ლაივზე ჟღერდებოდა. გადავწყვიტეთ, სწორედ ამ მელოდიაზე გვემუშავა. თავიდან უბრალოდ ექსპერიმენტული პროცესი იყო, შემდეგ ვოკალური ნაწილი დაიწერა, შემდეგ ინსტრუმენტული და ასე აიგო მთლიანი ტრეკი. საბოლოოდ სამუშაო პროცესს სტეფანეც შემოუერთდა და ტრეკი ერთობლივად ჩავწერეთ,” – აღნიშნა Mechanical Rainbow-ს ვოკალისტმა დადუ დონაძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

SDEQ 17 ივლისს სხვადასხვა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმაზე განთავსდება. 

ნახეთ ვიდეო, რომლითაც მუსიკოსებმა ახალი ტრეკის გამოსვლა დააანონსეს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შელი დიუვალი - ფოტო: რეგ ინელი

შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ემინემის ახალმა ალბომმა მსმენელების აღფრთოვანება გამოიწვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი