ჯეი-ზისა და ალიშა კისის Empire State of Mind ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელია

ეს რეპერის მეორე ბრილიანტის სერტიფიკატია კანიე უესტთან ერთად შესრულებული N—as in Paris-ის შემდეგ.
ალიშა კისი და ჯეი-ზი
Christopher Polk/Getty Images for NARAS

24 ივლისს ამერიკის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ 10 მილიონი გაყიდული ჩანაწერით Empire State of Mind ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელი გახდა. ალიშა კისისთვის ეს პირველი, ხოლო ჯეი-ზისთვის მეორე ბრილიანტის სტატუსია კანიე უესტთან ერთად შესრულებული N—as in Paris-ის შემდეგ.

„Empire ბრილიანტია!!!!!!!!” – დაწერა ალიშა კისმა ტვიტერზე.

Empire State of Mind 2009 წლის ოქტომბერში გამოვიდა, როგორც მესამე სინგლი ჯეი-ზის ალბომიდან The Blueprint 3. ორი თვის შემდეგ სიმღერამ პლატინის სერტიფიკატი (მილიონი გაყიდული ჩანაწერი) მოიპოვა. 2023 წლის ივნისში კი მას უკვე 9 პლატინის სტატუსი ჰქონდა, რაც საბოლოოდ ბრილიანტის სერტიფიკატში გადაიზარდა. 

ჯეი-ზისა და ალიშა კისის დუეტი 5 კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Hot 100-ში. 2021 წლის 4 დეკემბერს კი, საკუთარ დაბადების დღეზე, რეპერმა სიმღერა ხელახლა ატვირთა თავის იუთუბ გვერდზე. ამ თარიღიდან დღემდე ვიდეომ 262 მილიონი ნახვა დააგროვა. 

Business Insider-ის თქმით, Empire State of Mind 148-ე სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მოიპოვა. ჯეი-ზი კი 26-ე არტისტია, ვინც ეს სტატუსი ერთზე მეტჯერ მიიღო.

წელს რეპერმა და მომღერალმა ფანებს სიურპრიზი გაუკეთეს, როცა 2024 წლის Tony Awards-ზე მშობლიურ ქალაქში სწორედ Empire State of Mind შეასრულეს. „Რაღაც სიგიჟე უნდა გამეკეთებინა – ეს ხომ ჩემი მშობლიური ქალაქია,” – აღნიშნა კისმა, სანამ სცენაზე ჯეი-ზი გამოვიდოდა. 

ჯეი-ზის მსგავსად, ბრილიანტის მეორე სერტიფიკატთან ახლოსაა ალიშა კისიც. Მისმა 2007 წლის სიმღერამ No One გასულ წელს უკვე მეცხრე პლატინის სტატუსი მოიპოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნაზე სელინ დიონი და ლედი გაგა იმღერებენ

შემდეგი სტატია

კამალა ჰარისი მხარდამჭერებს თავისუფლებას ბიონსეს ამავე სახელწოდების სიმღერის ფონზე ჰპირდება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი

„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

ბრიტნი სპირსმა კარპენტერს წითელ ხალიჩაზე მისი ხსენებისათვის მადლობაც გადაუხადა.
მეტი

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის ივნისში დააკავეს.
მეტი

„მე გაჩუქებ შვილს” – ილონ მასკი ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურა

„კარგი ტეილორ ... შენ გაიმარჯვე ... მე გაჩუქებ შვილს და დავიცავ შენს კატებს მთელი ჩემი ცხოვრება,” - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მეტი