ბიონსემ პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის გადაღებულ ვიდეოში შეერთებული შტატების ნაკრები წარადგინა

ვიდეოს პრემიერა NBCUniversal-ის ეთერში შედგა, როცა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გადაიცემოდა.
Beyoncé. Blair Caldwell

ბიონსე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების კამპანიაში ჩაერთო. 26 ივლისს არტისტმა მოულოდნად გამოუშვა ვიდეო, რომლითაც შეერთებული შტატების ოლიმპიური ნაკრები წარადგინა. ვიდეოს პრემიერა NBCUniversal-ის ეთერში შედგა, როცა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გადაიცემოდა. 

„ჩვენ გვყავს სუპერვარსკვლავები და ჩვენ გვყავს ლეგენდები. ჩვენ გვყავს მეოცნებეები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდნენ, რომ აქამდე მოსულიყვნენ,” – ისმის ბიონსეს ხმა ვიდეოში. არტისტს კლიპში შეერთებული შტატების დროშით და თავისი ახალი ალბომის, Cowboy Carter-ის ყდით შთაგონებული კოსტიუმი აცვია. 

ვიდეოში ათობით ამერიკელი სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არიან ათლეტები  სხვადასხვა სპორტული დისციპლინიდან. შესრულების მანერით ვიდეო ინსპირირებულია ბიონსეს ჰიტით YA YA, რომელიც შესულია ალბომში – Cowboy Carter. 

ბიონსემ Cowboy Carter 2024 წლის აპრილში გამოსცა. ალბომმა Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 

რაც შეხება უშუალოდ პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენა საფრანგეთის დედაქალაქში 26 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა. მაყურებელმა სანახაობრივი თეატრალიზებული და მუსიკალური შოუ იხილა. გახსნის ცერემონიაზე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ ლედი გაგა, სელინ დიონი და ფრანგი მომღერალი აია ნაკამურა. 

იხილეთ ბიონსეს კლიპი, რომლითაც ვარსკვლავმა შეერთებული შტატების ოლიმპიური ნაკრები წარადგინა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელინ დიონის შთამბეჭდავი გამოსვლა პარიზის ოლიმპიადაზე 

შემდეგი სტატია

ლედი გაგა მაიკლ პოლანსკიზეა დანიშნული

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი