ლადო ბურდულის დაბადების დღე „ლადოს კიდობანში”

მუსიკოსს 60 წელი შეუსრულდა.
ლადო ბურდული

26 ივლისს ლადო ბურდულმა 60 წლის იუბილე აღნიშნა. დაბადების დღე, ტრადიციულად, „ლადოს კიდობანში” გაიმართა და მას მუსიკალური ღონისძიების ფორმა ჰქონდა. სტუმრების წინაშე ქართველი მუსიკოსები წარდგნენ. საღამოზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა თავად იუბილარმაც.

პროექტი „ლადოს კიდობანი” სათავეს 1984 წლიდან იღებს, როცა ლადო ბურდულმა საკუთარი სახლი კულტურული ღონისძიებების ცენტრად აქცია. ეს იყო სივრცე, სადაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ შემოქმედებას უზიარებდნენ. „ლადოს კიდობანმა” განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა 90-იანი წლების რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ფონზე ქვეყანაში ალტერნატიული, დასავლური კულტურის განვითარებაში.

ნახეთ ვიდეო ლადო ბურდულის 60 წლის იუბილედან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალექსანდრ კანტოროვი – პიანისტი, რომელმაც პარიზის ოლიმპური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაუკრა, წინანდლის ფესტივალზე წარდგება

შემდეგი სტატია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი არტისტი Nitepunk ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი