ამერიკაში მოღვაწე ქართველი არტისტი Nitepunk ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

მუსიკოსი შეერთებულ შტატებში 2015 წელს გადავიდა და ამჟამად მსოფლიო Dance Music სცენის ამომავალ ვარსკვლავებს შორისაა.
Nitepunk. Function

ქართველი არტისტი სასცენო სახელით Nitepunk მუსიკალურ ვიდეოს გამოსცემს. არტისტმა კლიპი სოციალური არხებით დააანონსა. ვიდეო გადაღებულია ტრეკზე სახელწოდებით Function, რომელიც Nitepunk-მა და არტისტმა SOH SOH-მა ერთობლივად ჩაწერეს. 

ლაშა მამულაშვილმა, რომელსაც დღეს ელექტრონული მუსიკის მსმენელი Nitepunk-ის სახელით იცნობს, შემოქმედებითი კარიერა საქართველოში ჯერ კიდევ 2010-იან წლებში დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსი შეერთებულ შტატებში გადავიდა და ამჟამად მსოფლიო. Dance Music სცენის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

2023  წელს Nitepunk ოთხ სხვა არტისტთან ერთად SoundCloud-ის რჩეული გახდა. სხვადასხვა დროს ის არაერთ ცნობილ მუსიკალურ სცენაზე წარდგა. მან დაუკრა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Lollapalooza Paris, Friendship, Tomorrowland. 

ნახეთ Nitepunk-ის დაანონსებული კლიპის თიზერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლადო ბურდულის დაბადების დღე „ლადოს კიდობანში”

შემდეგი სტატია

Snoop Dogg მხატვრული ტანვარჯიშის ქალთა შეჯიბრს ესწრება. ფოტო: არტურო ჰოლმსი

Snoop Dogg-ის იმპროვიზირებული ცეკვა სიმონ ბაილსთან ერთად პარიზის ოლიმპიადაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი