Snoop Dogg-ის იმპროვიზირებული ცეკვა სიმონ ბაილსთან ერთად პარიზის ოლიმპიადაზე

Snoop Dogg-მა აშშ-ს ტანმოვარჯიშეებთან ერთად შეჯიბრების დროს ექსპრომტად იცეკვა.
Snoop Dogg მხატვრული ტანვარჯიშის ქალთა შეჯიბრს ესწრება. ფოტო: არტურო ჰოლმსი
Snoop Dogg მხატვრული ტანვარჯიშის ქალთა შეჯიბრს ესწრება. ფოტო: არტურო ჰოლმსი

28 ივლისს გავრცელებულ ვიდეოში, აშშ-ს ქალ ტანვარჯიშის საკვალიფიკაციო შეჯიბრის დროს, სიმონ ბაილსი თანაგუნდელ ჯორდან ჩაილსს ტრიბუნაზე მყოფ ადამიანზე მიუთითებს. NBC-ის დიქტორები ინტერესდებიან, თუ რატომ დაიწყეს სპორტსმენებმა მოულოდნელად ცეკვა, რა დროსაც კამერაში  ჩანს, რომ  აუდიტორიაში მყოფმა Snoop Dogg-მა მათი ყურადღება იმპროვიზირებული ცეკვით მიიპყრო.

„არის ვინმე, ვინც Snoop Dogg-ზე მეტად ერთობა?“ – კითხულობს რეპორტიორი.

შეჯიბრზე Snoop Dogg აქტიურად უჭერდა მხარს ტანმოვარჯიშეებს. მას სიმონ ბაილსის გამოსახულების მაისურიც კი ეცვა. Ამ დღეს ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრი ოქროს მედალოსანი სიმონე ბაილსის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა, მისი თანაგუნდელი სუნი ლი კი მეორე ადგილზე. ჯამში აშშ-ის გუნდმა 172, 296 ქულა მოაგროვა და ფინალში გადავიდა. 

Snoop Dogg პარიზში ოლიმპიურ თამაშებს NBC-ის კორესპონდენტის სახით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაესწრება. ღონისძიების გახსნის დღეს რეპერმა ჩირაღდნის ესტაფეტაშიც მიიღო მონაწილეობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი არტისტი Nitepunk ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

შემდეგი სტატია

ანუშკა ჩხეიძის საკონცერტო ჩანაწერი ARTE CONCERT-მა გადასცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი