დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პირველი დებატები 2024 წლის VMA-ის ღამეს ემთხვევა

ამ ზაფხულს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა აქტუალური საპრეზიდენტო მოვლენა და დაჯილდოების ცერემონია ერთსა და იმავე დღეს ხდება.
დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი
John Tully for The Washington Post via Getty Images / Bridget Bennett for The Washington Post via Getty Images

პოპმუსიკისა და პოლიტიკის გულშემატკივრებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ, თუ რას უყურონ 10 სექტემბრის საღამოს: პირველ საპრეზიდენტო დებატებს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შორის თუ MTV-ის Video Music Awards-ს.

ჰარისთან საპრეზიდენტო დებატებს ტრამპი 8 აგვისტოს დათანხმდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პასუხად ვიცე-პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა: „გავიგე, რომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ ჩემთან დებატებს დათანხმდა. ველოდები.”

საპრეზიდენტო დებატებს პირდაპირი ეთერით ABC გადასცემს. 10 სექტემბერი ის თარიღია, რომელზეც ტრამპი და ბაიდენი მეორე და საბოლოო დებატებზე იყვნენ შეთანხმებული, სანამ ბაიდენი არჩევნებიდან თავის კანდიდატურას მოხსნიდა. 

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 2024 წლის პირველი დებატები 27 ივნისს შედგა, რომლის შემდეგაც ბაიდენს მეგობრებმა და მოკავშირეებმა მოუწოდეს, არჩევნებს გამოსთიშოდა. 21 ივლისს კი მან განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა და საპრეზიდენტო კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერდა. 

უცნობია, შედგება თუ არა დამატებითი დებატები ტრამპსა და ჰარისს შორის. Fox News-მა კანდიდატებს 4 სექტემბერი შესთავაზა, NBC News-ს კი იმედი აქვს, რომ ტრამპი-ჰარისის დებატებს 25 სექტემბერს უმასპინძლებს. მიჩიგანში ყოფნისას ჰარისმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით განიხილავს დამატებითი დებატების საკითხს. 

Რაც შეეხება VMA-ს, MTV-მ 24 აპრილს განაცხადა, რომ დაჯილდოება 10 სექტემბერს შედგებოდა. ამ ზაფხულს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა აქტუალური საპრეზიდენტო მოვლენა დაჯილდოების ცერემონიას ემთხვევა. 2 საათზე ნაკლები იყო დარჩენილი Kids’ Choice Awards-მდე 13 ივლისს, როცა დონალდ ტრამპზე თავდასხმა მოხდა. თუმცა დაჯილდოებამ ჩვეული განრიგით ჩაიარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mastercard-ის მუსიკალური საღამო Iveria Beach-ზე: მსმენელის წინაშე Aquarius Heaven და ქართველი არტისტი So Laut წარდგებიან

შემდეგი სტატია

ლილი ხურითი

ლილი ხურითის ბავშვობის მოგონებები და ეკლექტური მუსიკალური გემოვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ ქალაქში იმართება.
მეტი

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი