ჰანს ციმერმა მეორე ოსკარი მოიგო

ფოტო: John Shearer/Invision/AP

ცნობილმა გერმანელმა კომპოზიტორმა, ჰანს ციმერმა ფილმისთვის Dune შექმნილი ნამუშევრით საუკეთესო მუსიკალური თემის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. ნომინაციაზე აგრეთვე წარდგენილი იყვნენ: ნიკოლას ბრიტელი ფილმისთვის Don’t Look Up, ჯერმენი ფრანკო სურათისთვის Encanto, ალბერტო იგლესიასი კინონამუშევრისთვის Parallel Mothers და ჯონი გრინვუდი ფილმისთვის The Power of the Dog.

“ღამის 2 საათია და ჩემმა შვილმა, ზოემ გამაღვიძა, სასტუმროს ბარში ჩადიო”, – დაწერა ჰანს ციმერმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე და პოსტს ფოტოებიც დაურთო.

64 წლის ციმერი Dune-სთვის დაწერილი მუსიკალური თემით გრემიზეცაა წარდგენილი, რომელიც 3 აპრილს იმართება. ვიზუალური მედიისთვის განკუთვნილი საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიის ნომინანტები ასევე არიან: ჯონ ბატისტი, ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი ფილმისთვის Soul დაწერილი ნაწარმოებით, კომპოზიტორი კრის ბოუერსი სატელევიზიო შოუსთვის Bridgerton შექმნილი ნამუშევრით, კარლოს რაფაელ რივერა The Queen’s Gambit-ის საუნდტრეკითა და ლუდვიგ გორანსონი სერიალისთვის The Mandalorian მეორე სეზონის მუსიკალური თემით.

ჰანს ციმერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1977 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150-ზე მეტი ფილმისთვის დაწერა მუსიკა. კომპოზიტორმა პირველი ოსკარი 1994 წელს ანიმაციური ფილმისთვის The Lion King შექმნილი მუსიკალური თემისთვის დაიმსახურა. ციმერი ასევე ოთხი გრემისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ბიონსემ ოსკარების დაჯილდოებაზე Be Alive შეასრულა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ელტონ ჯონმა ტეილორ ჰოკინსს პატივი სიმღერით მიაგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი