ნახეთ: ელტონ ჯონმა ტეილორ ჰოკინსს პატივი სიმღერით მიაგო

ფოტო: Andrea Raven/Shutterstock

ცნობილი როკ ბენდის, Foo Fighters-ის დრამერის, ტეილორ ჰოკინსის მოულოდნელ გარდაცვალებას ინგლისელი პოპვარსკვლავი, ელტონ ჯონი აიოვას შტატის ქალაქ დე მოინში გამართულ კონცერტზე გამოეხმაურა და ჰოკინსის ხსოვნის პატივსაცემად თავისი სიმღერა Don’t Let the Sun Go Down on Me შეასრულა.

Foo Fighters-ის დრამერი, ტეილორ ჰოკინსი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

“ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალებით შოკირებული ვარ. ის ჩემი ალბომის Lockdown Sessions ჩაწერაში მონაწილეობდა და ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო, ვისაც კი შეიძლება, ცხოვრებაში შეხვდე. დიდი დრამერი და ჭეშმარიტი მუსიკოსი, რომელსაც უყვარდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკა და ცხოვრება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი 50 წლის ასაკში დაიღუპა. გული შემტკივა მის ოჯახზე – სამ შვილზე, ცოლზე, ახლობლებზე და, რა თქმა უნდა, Foo Fighters-ის წევრებზე. მათ ისეთი საყვარელი ადამიანი დაკარგეს, რომელიც ვეღარასდროს ჩანაცვლდება. ტეილორის მუსიკა სამუდამოდ იცოცხლებს”, – მიმართა ელტონმა კონცერტზე დამსწრეებს.

ტეილორ ჰოკინსი 25 მარტს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ვიზიტისას სასტუმროში გარდაიცვალა. Foo Fighters-ს იქ ფესტივალში Estéreo Picnic უნდა მიეღო მონაწილეობა. 

ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ხუთი გრემისა და ორი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ჩანაწერით მუსიკოსი მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2023 წელს დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი 2018 წელს საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰანს ციმერმა მეორე ოსკარი მოიგო

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი პირველ ლაივ ალბომს Attention: Miley Live აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი