ნახეთ: ბიონსემ ოსკარების დაჯილდოებაზე Be Alive შეასრულა

2022 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონია ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ბიონსემ გახსნა და ბიოგრაფიული ფილმიდან King Richard სიმღერა Be Alive შეასრულა. კინოსურათი ჩოგბურთელების, ვენუს და სერენა უილიამსის მამისა და მწვრთნელის, რიჩარდ უილიამსის შესახებ მოგვითხრობს.

პერფორმანსი კალიფორნიის შტატის ქალაქ კომპტონში შედგა. ბიონსე, ბექვოკალისტები და მოცეკვავეები ჩოგბურთის ბურთის მსგავს ნეონისფერ სამოსში იყვნენ გამოწყობილი, ფონიც ამავე ფერში იყო გადაწყვეტილი. სიმღერაზე არტისტმა მუსიკოს Dixson-თან ერთად იმუშავა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კომპოზიცია ცოცხლად შესრულდა.

სიმღერა დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში იყო წარდგენილი, მაგრამ გამარჯვება ვერ მოიპოვა. როგორც ცნობილია, აქამდე ოსკარების შორთლისტში ბიონსეს ნამუშევარი Spirit მოხვდა ანიმაციური ფილმიდან The Lion King, თუმცა კინოაკადემიამ საბოლოოდ ის ნომინანტთა შორის არ შეიყვანა.

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 28 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 120 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა. ის პირველი სოლო არტისტია, რომლის პირველი ექვსი სტუდიური ალბომი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ბილი აილიშმა და ფინეასმა ოსკარი მოიგეს

შემდეგი სტატია

ჰანს ციმერმა მეორე ოსკარი მოიგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი