Tyla-ს ახალი მუსიკალური კლიპი, Breathe Me, 3 სექტემბერს გამოვიდა. Ეს არის არტისტის მიერ შვიდი თვის წინ გამქვეყნებული სიმღერის, Truth or Dare-ის ერთგვარი გაგრძელება.
ვიდეოკლიპში Tyla პარტნიორთან ერთად გვიან ღამით იაპონიის ქალაქ ოსაკაში კარაოკეს მღერის. კლიპის რეჟისორი ნაბილია, ვიდეო
კი შესაძლოა გასულ თვეს გადაიღეს, როდესაც Tyla იაპონიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ონლაინ მუსიკალურ სავაჭრო ქსელ Tower Records Shibuya-სთან თანამშრომლობის შეთანხმებას აფორმებდა. ახალ ვიდეოკლიპში Tower Records Shibuya-ს მერჩიც არის გამოყენებული.
სიმღერა Breathe Me არტისტის სადებიუტო ალბომშია შესული, რომელიც Tyla-მ მარტში FAX-ისა და Epic Records-ის მეშვეობით გამოსცა. ალბომი ბილბორდ 200-ში შევიდა, R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში კი მერვე ადგილი დაიკავა.
Tyla 2024 წლის MTV-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაზეა წარდგენილი. 2024 წლის BET Awards-ზე, ივნისში, არტისტს საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლის ჯილდო უკვე აქვს მიღებული.
Მიმდინარე წლის დასაწყისში Tyla-მ ბილბორდში სამხრეთაფრიკული მუსიკალური ჟანრის წარმატება სიამაყით აღნიშნა: „ვამაყობ, რომ სამხრეთ აფრიკას აქვს მუსიკალური ჟანრი, რომელიც ხალხს ძალიან მოსწონს და ყურადღებას აქცევს. ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნით და იმით, თუ სადამდე მივიდა ჩვენი ხმა.”
ნახეთ Tyla-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Breathe Me: