ჰარი სტაილსი As It Was-ით YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბს მეორედ შეუერთდა

ალბომ Harry’s House-ის წამყვანი სინგლი Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე 15 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

ჰარი სტაილსის მუსიკალურმა ვიდეომ As It Was YouTube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია.

2022 წელს ტანუ მუინოს რეჟისორობით გადაღებულმა კლიპმა ეს ნიშნული ცოტა ხნის წინ გადალახა. As It Was სტაილსის რიგით მეორე მუსიკალური ვიდეოა, რომელიც YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა. მანამდე კი ამ ნიშნულს 2017 წელს გამოსულმა სიმღერამ,  Sign of the Times-მა  მიაღწია.

As It Was, რომელიც არტისტის მესამე სტუდიური ალბომის, Harry’s House-ის წამყვანი სინგლია, პოპვარსკვლავის დღემდე უდიდეს ჰიტად რჩება. მან Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე 15 კვირა დაჰყო. შედარებისთვის, ჩარტის პირველ პოზიციაზე ამაზე მეტხანს მხოლოდ შვიდი სიმღერაა გასული. ამავე პერიოდში As It Was 15 კვირის განმავლობაში Billboard Global 200-შიც ლიდერობდა.

Harry’s House-მა 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა და Billboard 200-ის ჩარტში ორი კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა.

As It Was 2022 წლის MTV Video Music Awards-ზე წლის ვიდეოს კატეგორიაში იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო მაშინ ტეილორ სვიფტის All Too Well (10 Minute Version)-ის მოკლემეტრაჟიან ფილმს ერგო. 

სტაილსი ამჟამად უკვე მეოთხე ალბომის, Kiss All the Time. Disco, Occasionally-ს მხარდამჭერ ტურნეში იმყოფება. ამსტერდამში, ლონდონში, სან-პაულუსა და მეხიკოში გამართული კონცერტების შემდეგ, One Direction-ის ყოფილი წევრი ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ზე დაგეგმილი 30-კონცერტიანი რეზიდენციის შუა ეტაპს უახლოვდება.

სტაილსმა ცოტა ხნის წინ ტურნეს 2027 წლის აგვისტომდე გაგრძელება დააანონსა და სექტემბრის დასაწყისში დამატებითი კონცერტების სერიის თარიღებიც გამოაქვეყნა. ამავე დროს არტისტმა გულშემატკივრებს გაუზიარა: „ამის შემდეგ არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ვიცი, რომ მოუთმენლად ველი ამის გაგებას“.

ნახეთ As It Was-ის მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

შემდეგი სტატია

ნახეთ დადა დადიანის იშვიათი, აქამდე უცნობი კადრები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი