ნახეთ დადა დადიანის იშვიათი, აქამდე უცნობი კადრები

ვიდეომასალას ბიბი კვაჭაძე აქვეყნებს.

ბიბი კვაჭაძე დადა დადიანის აქამდე უცნობ, იშვიათ კადრებს აქვეყნებს. ვიდეომასალაში, რომელიც მუსიკოსმა საკუთარ არქივში აღმოაჩინა, დადა დადიანი და ჰოლანდიელი მუსიკოსია აღბეჭდილი, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ სიმღერაზე. ვიდეოში ასევე წარმოდგენილია დადა დადიანის ინტერვიუ ჰოლანდიელ მუსიკოსთან.

როგორც ბიბი კვაჭაძე წერს, დადასა და უცნობი ჰოლანდიელი მუსიკოსის ხანმოკლე თანამშრომლობა თბილისში 1991-1992 წლებში შედგა. სწორედ ეს პერიოდია დაფიქსირებული ე.წ. VHS-ის კასეტაზე. 

„მიუხედავად იმისა, რომ VHS-ის ვიდეოჩანაწერის ხარისხი არც ისე კარგია, ის მაინც ინახავს იმ დროის  ძვირფას მოგონებას – ორი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსს, რომლებიც მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა,” – წერს ბ-იბი კვაჭაძე. „თუ ვინმე ამ ვიდეოში გამოსახულ ჰოლანდიელ მუსიკოსს იცნობთ, ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მათი თანამშრომლობის შესახებ, მადლობელი ვიქნები, თუ გამიზიარებთ.”

ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი დადა დადიანი 2025 წელს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი As It Was-ით YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბს მეორედ შეუერთდა

შემდეგი სტატია

„გამაჩუმე“ – თამადას და DillaNext-ის ახალი კოლაბორაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი