„გამაჩუმე“ – თამადას და DillaNext-ის ახალი კოლაბორაცია

არტისტებმა ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის სექტემბერში, სინგლი „სოხუმელი ბიჭი“ წარადგინეს.
Tamada, Dillanext – „გამაჩუმე“

თამადამ და DillaNext-მა მსმენელს ახალი ერთობლივი ნამუშევარი წარუდგინეს. არტისტებმა სიმღერა, სახელწოდებით „გამაჩუმე“ და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვეს.

ახალი სინგლის მიქსინგსა და მასტერინგზე MonkyMan-მა იმუშავა. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, კლიპის რეჟისორი შიო ხიდაშელია, პროექტის მხარდამჭერია Industria, ხოლო ტიპოგრაფია მულტიმედია არტისტს, ნიკა ქუთელიას ეკუთვნის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თამადამ და DillaNext-მა (ზურა ჯიშკარიანმა) კოლაბორაციული ტრეკი ჩაწერეს. არტისტებმა ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის სექტემბერში, სინგლი „სოხუმელი ბიჭი“ გამოაქვეყნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ დადა დადიანის იშვიათი, აქამდე უცნობი კადრები

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსის ვაჟი ჯეიდენ ჯეიმსი პოპის სამყაროში დედის კვალს მიჰყვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი

როგორ ჟღერდა 1998 წელი? თვალი გადავავლოთ წელს, რომელმაც პოპმუსიკა შეცვალა

ჰიპ-ჰოპის მზარდი გავლენიდან ბიჭების მუსიკალური ჯგუფების ბუმამდე – 1998 წელი მუსიკალური გარდაქმნების პერიოდი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი ათასწლეულის მუსიკალურ ჟღერადობას.
მეტი