გვენ სტეფანი მეხუთე სტუდიურ ალბომს აანონსებს

ალბომის წამყვანი სინგლი, სახელწოდებით Somebody Else’s 20 სექტემბერს გამოვა.
გვენ სტეფანი. ფოტო: Frazer Harrison/Getty Images

გვენ სტეფანიმ გაამხილა, რომ მისი მეხუთე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Bouquet 15 ნოემბერს გამოვა. მომღერალმა ასევე გაასაჯაროვა ალბომის ყდის ვიზუალი და ტრეკლისტი. ალბომის გარეკანზე გვენ სტეფანია აღბეჭდილი. ფოტოზე ვარსკვლავი ქაუბოის ქუდით და ყავისფერი კოსტიუმით საწოლზე წევს და ხელში თეთრი ყვავილი უკავია. ალბომი 10 სიმღერისაგან შედგება. მათ შორის არის უკვე გამოქვეყნებული სინგლი Purple Irises, რომელიც სტეფანიმ თავის ქმართან, ბლეიკ შელტონთან ერთად ჩაწერა. ალბომის წამყვანი სინგლი არის სიმღერა Somebody Else’s, რომელიც 20 სექტემბერს გამოვა. 

ბოლო ალბომები, რომლებიც გვენ სტეფანიმ წარადგინა, იყო 2016 წლის This Is What the Truth Feels Like და 2017 წლის საშობაო ალბომი You Make It Feel Like Christmas. სწორედ This Is What the Truth Feels Like იყო მომღერლის პირველი ალბომი, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 

არტისტის შემოქმედებით კარიერაში 2024 წელი მნიშვნელოვანი  პერიოდი იყო. წელს გვენ სტეფანი თავისი ძველი ბენდის, No Doubt-ის წევრებთან, ბასისტ ტონი კანალთან, გიტარისტ ტომ დუმონტთან და დრამერ ადრიან იანგთან კოაჩელას ფესტივალისათვის გაერთიანდა. 

ასევე, 2024 წელს, გვენ სტეფანის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

შემდეგი სტატია

Young Folks – ჯგუფი Tape Visitors ახალ კლიპს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი