სახლი, რომელშიც Purple Rain გადაიღეს, Airbnb-ზე ქირავდება

აქცია მიუზიკლის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა.
ფოტო: Eric Ogden

პრინსის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში ჩასულ ტურისტებსა  და სტუმრებს იმ სახლში დარჩენა შეეძლებათ, სადაც Purple Rain არის გადაღებული. სახლი პლატფორმა Airbnb-ზე შეზღუდული დროით ქირავდება და ამ შესაძლებლობით 100-მდე სტუმარი ისარგებლებს. 

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ორსართულიანი სახლი ყავისფერი ფასადით გარედან არც იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, შიდა ინტერიერში ბევრი საკულტო ნივთია. ზედა სართულზე სტუმრებს დიდი გარდერობი დახვდებათ. შუშის სათავსოში პრინსის ნაცვამი საკულტო კოსტიუმები ინახება. გარდერობში ასევე განთავსებულია კოსტიუმები, რომლებიც დამქირავებლებისათვის იქნება ხელმისაწვდომი. 

Purple Rain-ის სახლი კომერციული მიზნებით არ ქირავდება. მასში ღამის გათევის სანაცვლოდ სტუმრებმა სულ რაღაც 7 დოლარი უნდა გადაიხადონ. გადასახადის რაოდენობას სიმბოლური დატვირთვა  აქვს, რადგან 7 მუსიკოსის საყვარელი ციფრი იყო. სახლი გასაქირავებლად  26 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. 

სახლი ფილმ Purple Rain-ის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქირავდება. სწორედ ამ ფილმმა და ამავე სახელწოდების ალბომმა აქცია პრინსი სუპერვარსკვლავად. სახლის გაქირავებაზე პასუხისმგებელი პირები არიან პრინსის ახლო მეგობრები – ლისა ქოულმანი და ვენდი მელვოინი. პროექტის ორგანიზატორები არიან პრინსის მემკვიდრეობის წარმომადგენლები და გლობალური მედია კომპანია Warner Bros. Discovery.

სახლის სარდაფში სტუმრებს შეუძლიათ ფილმში ნაჩვენები საწოლის ზუსტ ასლში დაიძინონ. დამქირავებლებს ასევე დახვდებათ 80-იანი წლების მაგნიტოფონი. სახლში არის ოთახი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა: გიტარაზე, პიანინოსა და დრამზე. ინტერიერში იისფერი დომინირებს, რაც პრინსის იმიჯისათვის დამახასიათებელი ფერი იყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტი ალბომ Vultures 1-ის კონცერტის დროს, 2024 წლის 14 მარტი Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

კრის კრისტოფერსონი, ქანთრის ლეგენდარული კომპოზიტორი და მსახიობი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი