Billboard-ს ახალი სარედაქციო მიმართულება, Billboard Family დაემატა და ის მუსიკის მოყვარული ბავშვებისა და მშობლებისათვის უსაფრთხო და შესაბამისი სივრცის შექმნაზეა ორიენტირებული. ახალი ციფრული ჰაბი ხელმისაწვდომია მისამართზე Billboard.com/family. ეს იქნება სივრცე მშობლებისა და შვილებისათვის და მასზე მხოლოდ საგანგებოდ გაფილტრული და შერჩეული მასალა განთავსდება. მასალა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და გააერთიანებს სიახლეებს, ჩარტებსა და ვიდეოებს.
Billboard-ის ახალი სარედაქციო მიმართულების მთავარი სპონსორია ავტომწარმოებელი კომპანია Lincoln. Billboard Family-სთან პარტნიორობა ავტომწარმოებლის კამპანიის ნაწილია, რომელიც ოჯახისათვის განკუთვნილი ავტომობილის, Lincoln Aviator-ის გამოშვებასთან არის დაკავშირებული. Lincoln-მა ამ კამპანიის ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ლათინური გრემის შვიდგზის გამარჯვებული Fonseca თავის ოჯახთან ერთად მონაწილეობს.
„მოხარულები ვართ Lincoln-თან თანამშრომლობით,”- აღნიშნავს Billboard-ის პრეზიდენტი მაიკლ ვანი. „ჩვენი მიზანია, შევქმნათ მასალა, რომელიც ოჯახური ცხოვრების არსს გადმოსცემს, მაყურებელს სთავაზობს, შეიხედოს მუსიკალური საზოგადოების ოჯახურ ცხოვრებაში და ამავე დროს აჩვენებს, თუ როგორ აუმჯობესებს Lincoln Aviator ამ შთაბეჭდილებებს თავისი მძლავრი ფუნქციებითა და კომფორტით”.