2025 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

ღონისძიების თანათავმჯდომარეები A$AP Rocky და ფარელ უილიამსი, საპატიო თავმჯდომარე კი ლებრონ ჯეიმსი იქნება.
რიანა და A$AP Rocky 2023 წლის “მეტ გალაზე”
GWR/Star Max/GC Images

მართალია, ჯერ ოქტომბერია, თუმცა მაისის პირველი ორშაბათისთვის მზადება უკვე დაიწყო. „ვოგმა” 2025 წლის „მეტ გალას” თემა გამოაცხადა: Superfine: Tailoring Black Style, რომლის შთაგონების წყაროა მონიკა მილერის 2009 წლის წიგნი Slaves to Fashion: Black Dandyism and the Styling of Black Diasporic Identity. პუბლიკაციის ინფორმაციით, შესაბამის გამოფენაზე, რომელიც, ტრადიციულად, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ტანსაცმელი, ნახატები, ფოტოები და სხვა ექსპონატები. „გამოფენაზე დამთვალიერებელი აღმოაჩენს შავკანიანთა წარუშლელ სტილს დენდიზმის კონტექსტში მე-18 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე,” – ვკითხულობთ „ვოგის” ინსტაგრამ გვერდზე. რაც შეეხება „მეტ გალას” დრესკოდს, ის მომავალ თვეებში გახდება ცნობილი.

დენდიზმი – მამაკაცის ჩაცმის სტილი და ქცევის ნორმები, რასაც მათთვის შეკერილი სამოსი, დახვეწილობა, ელეგანტურობა და ჯენტლმენური მანერები განსაზღვრავდა  – საუკუნეების განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული შავკანიანთა თემში. შავკანიანთა დენდიზმი ცნობილია მამაკაცის ევროპული სამოსის აფრიკულ ესთეტიკასთან ინტეგრირებით, რაც აღნიშნავდა იმ სოციალურ და კულტურულ წინააღმდეგობას, რომლითაც ისინი 1800-1900 წლებში შავკანიანთა მიმართ დამკვიდრებულ გამანადგურებელ სტერეოტიპებს ებრძოდნენ. 

შედეგად, ისტორიაში პირველად, ღონისძიების თანათავმჯდომარეები სრულად შავკანიანი მამაკაცები იქნებიან: კოლმან დომინგო, ლუის ჰამილტონი, A$AP Rocky და ფარელ უილიამსი. 2025 წლის „მეტ გალას” საპატიო თავმჯდომარე კი ლებრონ ჯეიმსი იქნება. 

„მეტ გალა 2025” მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში 5 მაისს გაიმართება. გასულ წელს თანათავმჯდომარეები იყვნენ: Bad Bunny, ჯენიფერ ლოპესი, ზენდეია და კრის ჰემსვორთი. ღონისძიების თემა – Sleeping Beauties: Reawakening Fashion, დრესკოდი კი „დროის ბაღი” იყო, რომელიც ჯეიმს ბალარდის ამავე სახელწოდების ნოველით იყო შთაგონებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლექსო რატიანი „დამტოვე მარტო" © შიო ხიდაშელი

ლექსო რატიანის ახალი სიმღერა

შემდეგი სტატია

ანგელა ბიენსე, თინა ნოულზი, ბიონსე, კელი როულენდი და სამანტა ბარი Glamour -ის წლის ქალის ღონისძიებაზე, 2024 წლის 8 ნოემბერი ნიუ იორკი. ფოტო ჯეიმი მაკკარტი

ბიონსეს დედის, თინა ნოულზის წარმოთქმულმა სიტყვებმა დედობრივი სიხარულის შესახებ, მომღერალს ცრემლები მოჰგვარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი