მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
The Beatles
Evening Standard/Getty Images

მარტინ სკორსეზე იმ პროდიუსერთა შორისაა, რომლებმაც Beatles-ის ლეგენდარული პირველი ამერიკული მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმი შექმნეს. ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64,  ექსკლუზიურად Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა. გამოცემა Variety-ს ინფორმაციით, მასში შესულია ბიტლომანიის პიკში მყოფი ბენდისა და მათი გავეშებული ფანების აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეომასალა.

სკორსეზეს პროდიუსერობით გამოცემული ფილმის რეჟისორი დევიდ ტედესკია. საარქივო მასალის გარდა, ფილმი მოიცავს ინტერვიუსებს ბენდის ცოცხალ წევრებთან: პოლ მაკარტნისა და რინგო სტართან. სიუჟეტი 1964 წლის თებერვალში ბენდის აშშ-ში მოგზაურობას მიჰყვება და მაყურებელს „კულისების ინტიმური ამბების” ჩვენებას ჰპირდება, მათ შორისაა ედ სალივანის შოუში ჯგუფის საკულტო სადებიუტო გამოსვლის კადრს მიღმა გადაღებული ვიდეომასალა და ასევე კადრები ოთხეულის პირველი ამერიკული შოუდან ვაშინგტონის კოლიზეუმში.

Beatles სალივანის შოუში პირველად 1964 წლის 9 თებერვალს გამოჩნდა. ეს იყო ეთერი, რომელიც რეკორდულმა 73 მილიონმა ადამიანმა ნახა. ბევრი მუსიკოსი კი სწორედ ამ გამოსვლას ასახელებს, როგორც მათი როკბენდის შექმნის შთაგონების წყაროს. Variety-ს ინფორმაციით, ფილმი ასევე მოიცავს იშვიათ კადრებს, რომლებიც დოკუმენტალისტებმა ალბერტ და დევიდ მეისლებმა გადაიღეს. 

ფილმის სინოფსისში ვკითხულობთ: „1964 წლის 7 თებერვალს უპრეცედენტო ისტერიის ფონზე Beatles ნიუ-იორკში ჩავიდა. იმ წამიდან, როცა ისინი კენედის აეროპორტში დაეშვნენ, სადაც მათ ათასობით ფანი დახვდა, ბიტლომანიამ ნიუ-იორკი და მთელი ქვეყანა წალეკა. მათმა საოცარმა დებიუტმა ედ სულივანის შოუში ეკრანებთან 73 მილიონზე მეტი მაყურებელი დაატყვევა და შოუ იმ დროის ყველაზე ყურებად სატელევიზიო პროექტად აქცია. ფილმი Beatles ’64 გვიყვება უფრო ინტიმურ ამბებს კულისებიდან და ასახავს ჯონის, პოლის, ჯორჯისა და რინგოს მეგობრობას იმ პერიოდში, როცა ისინი წარმოუდგენელი პოპულარობის ზენიტში იყვნენ.” 

სკორსეზეს გარდა, რომელმაც 2011 წელს ასევე გადაიღო დოკუმენტური ფილმი George Harrison: Living in the Material World, ფილმზე მუშაობდნენ სხვა პროდიუსერებიც, მათ შორის თავად მაკარტნი, რინგო სტარი, ჰარისონის მეუღლე ოლივია ჰარისონი, ლენონის შვილი – მუსიკოსი შონ ონო ლენონი და სხვები.

Beatles ’64-ის გამოსვლას მალევე, 22 ნოემბერს, მოჰყვება ჯგუფის შვიდი ამერიკული ალბომის ვინილის კოლექციის გამოცემაც, სახელწოდებით The Beatles: 1964 U.S. Albums in Mono. ალბომები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ცალ-ცალკე, ასევე ნაკრების სახით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შონ კომბსი iHeartRadio-ს მუსიკალურ ფესტივალზე, 2022 წლის 24 სექტემბერს, ლას-ვეგასში. ფოტო კევინ უინთერი.

შონ კომბსი დაკავების შემდეგ ინსტაგრამზე პირველ პოსტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ლეიმ პეინი

პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და One Direction-ის ყოფილი წევრი ლიემ პეინი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი