Tyler, the Creator ალბომ Chromakopia-ს გამოსვლის თარიღს ასახელებს

გრემის მფლობელი რეპერის მერვე სტუდიური ალბომი ორშაბათ დღეს გამოვა, ნაცვლად ტრადიციული პარასკევისა.
Tyler, The Creator
Luis “Panch” Perez

Tyler, the Creator დაბრუნდა. გრემის მფლობელმა რეპერმა მერვე სტუდიური ალბომის გამოსვლა დააანონსა. ალბომი, სახელწოდებით Chromakopia, ოქტომბრის ბოლოს გამოვა.

ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა შემოქმედების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ გულშემატკივარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული St. Chroma-ს ვიდეოთი ამცნო. ახლა კი მან გამომწერებს ალბომის ქავერი და მისი გამოსვლის თარიღი გაუზიარა – 28 ოქტომბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ გრემის მფლობელი რეპერის მერვე სტუდიური ალბომი ორშაბათ დღეს გამოვა, ახალი მუსიკის გამოცემისთვის საერთაშორისოდ დათქმული პარასკევის ნაცვლად.

„ყველა სიმღერის შემქმნელი, პროდიუსერი და არანჟირების ავტორი ტაილერ ოკონმაა,” –  ვკითხულობთ ალბომის ყდაზე მწვანედ დატანილ ტექსტში. რაც შეეხება ალბომის ვიზუალს, ეს არის ტაილერის შავ-თეთრი ფოტო, რომელსაც ნიღაბი უკეთია ისე, როგორც ახლახან გამოქვეყნებულ St. Chroma-ს ვიდეოში. 

გულშემატკივარს უკვე შეუძლია, Chromakopia-ს ვებგვერდზე შევიდეს და წინასწარ შეუკვეთოს ალბომი და მისი „მერჩენდაიზი”.

2011 წელს სადებიუტო ალბომ Goblin-ის შემდეგ, Tyler, the Creator ყოველ ორ წელიწადში ახალ ალბომს უშვებდა. ტრადიცია 2023 წელს დაირღვა და რეპერს ახალი ალბომი აღარ გამოუცია. 

რაც შეეხება მის ბოლო ალბომს, Call Me If You Get Lost  2021 წლის ივნისში გამოვიდა და Billboard 200-ის პირველ ადგილზე გავიდა. ჩანაწერმა 2022 წელს რეპერს გრემი მოუტანა საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაში. 

Chromakopia-ს გამოცემის შემდეგ, ნოემბერში, ტაილერი Camp Flog Gnaw Carnival-ზე ჰედლაინერად წარდგება. სავარაუდოდ, ფესტივალზე რეპერი სიმღერებს ახალი ალბომიდანაც შეასრულებს.

ნახეთ Chromakopia-ს ქავერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, the Creator შემოქმედების ახალ ეტაპს აანონსებს 

შემდეგი სტატია

Blackpink-ის როუზიმ და ბრუნო მარსმა ერთობლივი სიმღერა წარადგინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი