ბრიტნი სპირსის სიმღერის …Baby One More Time-ის კლიპს Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

ეს პოპ-ვარსკვლავის მეორე ვიდეოკლიპია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ბრიტნი სპირსის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მუსიკალურმა ვიდეოკლიპმა  …Baby One More Time — YouTube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა.  ეს ბრიტნი სპირსის ჰიტ სიმღერის, Scream & Shout-ის შემდეგ, მეორე მუსიკალური ვიდეოა, რომელთა სტრიმებმაც 1 მილიარდს მიაღწია.

ვიდეოკლიპი …Baby One More Time პირველად YouTube-ზე 2009 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, — დაახლოებით 10 წლის შემდეგ, რაც ბრიტნიმ ეს სინგლი გამოსცა. კლიპი ბრიტნის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ეს კი პოპ-კულტურაზე ბრიტნი სპირსის გავლენას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

…Baby One More Time პოპის პრინცესის სადებიუტო სინგლია, რომელიც 1999 წელს ბილბორდ 100-ის ჩარტში ორი კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს. სიმღერა ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომშია შესრული, რომელიც ბილბორდ 200-ის ჩარტში ექვსი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ვიდეოს კონცეფცია საკმაოდ სკანდალური იყო, ბრიტნი სპირსმა  2023 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში The Woman in Me აღიარა, რომ ვიდეოს იდეა მისი იყო. „პირველადი იდეა რაც იყო, არ მომეწონა, მივხვდი, რომ ეს ვიზუალი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. ლეიბლის ხელმძღვანელებს ჩემი იდეა შევთავაზე. ვთქვი, რომ უკეთესი იქნებოდა, ხალხს ჩემნაირი მეგობარი ეხილათ, რომელიც სკოლაში ზარის დარეკვას ელის, ცეკვა რომ წამოიწყოს. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა სკოლის ფორმის ჩაცმა. პირველი ალბომის შექმნის პროცესში ამ ვიდეოს გადაღება ყველაზე სახალისო რამ იყო.” 

ნახეთ ბრიტნი სპირსის მუსიკალური ვიდეო:  …Baby One More Time

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შონ Diddy კომბსი 2021 წლის 2 ივნისს ატლანტაში Fox Theatre-ში Paras Griffin/Getty Images

Diddy-ს პატიმრობაში ყოფნის დროს სოციალურ ქსელებს მისი შვილი, კინგი კომბსი მართავს

შემდეგი სტატია

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

სცენაზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმ „ბროწეულის ფერის” ფრაგმენტები გადიოდა.
მეტი

ბიონსემ ლინდა მარტელს 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირება საჯაროდ მიულოცა

„გილოცავ, დედოფალო ლინდა მარტელ, ამ ნომინაციას და შენს წვლილს ქანთრი მუსიკაში,“ - წერს ბიონსე სოციალურ ქსელში.
მეტი