ოსკარის ნომინაციების პროგნოზი საუკეთესო მუსიკალური გაფორმების და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებისათვის

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 2 მარტს გაიმართება.
ილუსტრაცია: Klawe Rzeczy

როცა კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია 17 დეკემბერს ოსკარის ნომინაციების სიას გამოაქვეყნებს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის, რომ საუკეთესო მუსიკალური გაფორმების ნომინანტთა რაოდენობა 15-დან 20-მდე გაიზრდება. საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში კი კვლავ 15 ნომინანტი დარჩება. საბოლოო ხმის მიცემის პერიოდი 11-18 თებერვალია. ამის შემდეგ ოსკარის საბოლოო ნომინანტები გახდება ცნობილი, ხოლო ცერემონია 2025 წლის 2 მარტს გაიმართება. 

Billboard წარმოგიდგენთ რამდენიმე პოტენციურ ნომინანტს საუკეთესო ორიგინალური სიმღერისა და საუკეთესო მუსიკალური გაფორმების კატეგორიებში.

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა

Forbidden Road. საშა სკარბეკი, ფრედი ვექსლესი, რობი უილიამსი. Better Man, Paramount

Better Man – ეს არის ბიოგრაფიული ფილმი ბრიტანელი პოპ ვარსკვლავის შესახებ. სიმღერის სამივე თანაავტორი წარსულში გრემიზე იყო ნომინირებული. სკარბეკი იყო ნომინირებული წლის სიმღერისთვის, ვექსლერი – წლის ალბომისათვის, ხოლო უილიამსი ორჯერ წარადგინეს საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს კატეგორიაში.

Winter Coat. ნიკოლას ბრიტელი, სტივ მაკქუინი, ტაურა სტინსონი. Blitz, Apple Original Films  

სტინსონი ადრე უკვე იყო ნომინირებული ამ კატეგორიაში Mighty River-ისთვის, ფილმიდან Mudbound. თუ ის კვლავ ნომინირებული იქნება, გაუტოლდება საიდა გარეტს, რომელიც ამ კატეგორიაში ყველაზე მეტი ნომინაციის მფლობელი ქალია. ბრიტელი სამჯერ იყო ნომინირებული საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის. Blitz-ის რეჟისორმა მაკქუინმა კი 2013 წელს  მოიპოვა ოსკარი ფილმისათვის 12 Years a Slave. მან ოსკარი  პროდიუსერის ამპლუაში მიიღო.

Never Too Late. ელტონ ჯონი, ბრანდი კარლაილი, ენდრიუ უოტი, ბერნი ტოპინი. Elton John: Never Too Late, Walt Disney Pictures  

ელტონ ჯონმა ორჯერ მოიგო საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ოსკარი. მას ჯილდო გადაეცა ნამუშევრებისათვის  Can You Feel the Love Tonight, რომელიც გაჟღერდა “მეფე ლომში” და Love Me Again-ისთვის ფილმიდან Rocketman. 

El Ma. კლემენტ დუკოლი, კამილ დალმაისი, ჟაკ აუდიარი.Emilia Pérez, Netflix  

დუკოლმა და დალმაისმა ფილმისათვის მუსიკალური გაფორმება შექმნეს და სიმღერებზეც იმუშავეს. ფილმის პრემიერა  კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარმა საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვა. 

Mi Camino. კლემენტ დუკოლი, კამილ დალმაისი. Emilia Pérez, Netflix  

Emilia Pérez არის სამი ფილმიდან ერთ-ერთი, რომლის ორ სიმღერას აქვს შანსი საუკეთესო ორიგინალური სიმღერის შორტლისტზე იყოს წარდგენილი. გასულ წელს რამდენიმე სიმღერა შორტლისტზე სამი ფილმიდან იყო წარდგენილი: Barbie, The Color Purple და Flora and Son.

Beautiful That Way. მაილი საირუსი, Lykke Li, ენდრიუ უაიტი. The Last Showgirl, Roadside Attractions  

უაიტმა 2019 წელს საუკეთესო მუსიკალური გაფორმების კატეგორიაში ოსკარი მიიღო როგორც Shallow-ის თანაავტორმა ფილმისათვის  A Star Is Born. ის ნომინირებული იყო 2024 წელს I’m Just Ken-ის თანაავტორობისათვის. უაიტს მიღებული აქვს გრემის სამი ნომინაცია წლის სიმღერისთვის. საირუსისათვის კინომინირების  შემთხვევაში, ეს ოსკარის პირველი ნომინაცია იქნება.

Beyond. აბიგაილ ბარლოუ, ემილი ბეარი. Moana 2, Walt Disney Pictures  

სიმღერის ავტორების დუეტმა 2021 წელს მუსიკალური თეატრის ალბომისთვის გრემი მოიგო. ნომინანტებს შორის მოხვედრის შემთხვევაში Beyond პირველი სიმღერა იქნება ქალთა ჯგუფისგან, რომელსაც ამ კატეგორიაში წარადგენენ.  

I Always Wanted a Brother. ლინ-მანუელ მირანდა. Mufasa: The Lion King, Walt Disney Pictures  

მირანდას მხოლოდ ერთი ოსკარი აშორებს EGOT-ის სტატუსს. 2014 წელს მან მოიგო თავისი პირველი Primetime Emmy. ის ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე Moana-სა და Encanto-ს მუსიკალური გაფორმებისათვის. 

For Real. ფარელ უილიამსი. Piece by Piece, Focus Features  

Piece by Piece არის ანიმაციური ფილმი, რომელიც ეხმიანება უილიამსის ცხოვრებას და კარიერას. ფილმში მონაწილეობენ გვენ სტეფანი,  კენდრიკ  ლამარი, Timbaland, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბასტა რაიმსი, Jay-Z და Snoop Dogg.

Piece by Piece. ფარელ უილიამსი. Piece by Piece, Focus Features

უილიამსი უკვე იყო ნომინირებული საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის, სახელწოდებით Happy. სიმღერა გაჟღერდა ანიმაციაში Despicable Me 2, რომელიც  2013 წელს გამოვიდა. სიმღერა 10 კვირა ლიდერობდა Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში. უილიამსმა სამი წლის შემდეგ მიიღო მეორე ნომინაცია პროდიუსერის ამპლუაში ფილმისათვის Hidden Figures. უილიამსს მიღებული აქვს გრემის 39 ნომინაცია. 

The Journey. დაიან უორენი. The Six Triple Eight, Netflix  

თუ უორენი იქნება ნომინირებული, ეს მისთვის ამ კატეგორიაში 16-ე ნომინაციაიქნება, რაც რეკორდული შედეგია. 

Ain’t No Love in Oklahoma. ჯესი ალექსანდერი, ლუკ კომბსი, ჯონათან სინგლტონი. Twisters, Universal

ყველა თანაავტორს მიღებული აქვს ნომინაციები წლის საუკეთესო ქანთრი სიმღერის კატეგორიაში. Twisters-ის მუსიკალური ალბომი მე-3 ადგილს იკავებდა Billboard-ის Country Albums-ის ჩარტში და მე-7 პოზიციაზე იყო Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტში. 

Out of Oklahoma. ლეინი უილსონი, ლუკ დიკი, შეინ მაკანალი. Twisters, Universal

მაკანალის ორი Grammy აქვს წლის საუკეთესო ქანთრი სიმღერის კატეგორიაში. გასულ წელს მან გრემის ნომინაცია მიიღო წლის საუკეთესო ტექსტის ავტორის კატეგორიაშიც. დიკი წარდგენილი იყო საუკეთესო ქანთრი სიმღერისთვის. უილსონის Bell Bottom Country-მ კი მოიგო გრემი საუკეთესო ქანთრი ალბომისთვის.

Kiss the Sky. Delacey, ჯორდან ჯონსონი, სტეფან ჯონსონი, მარენ მორისი, მაიკლ პოლაკი, ალი ტამპოზი. The Wild Robot, DreamWorks Animation

პოლაკს მიღებული აქვს გრემის ნომინაცია წლის საუკეთესო სიმღერისთვის მაილი საირუსის Flowers-ის თანაავტორობისთვის. ძმები ჯონსონები კი იმავე კატეგორიაში იყვნენ ნომინირებული. ტამპოსს ასევე მიღებული აქვს გრემის ნომინაცია. მორისი კი გრემის ხუთგზის ნომინანტია. Delacey არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორია. მაგალითად, სწორედ მან დაწერა Halsey-ს Without Me,  რომელიც 2019 წელს Hot 100-ის ჩარტის პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.

Harper and Will Go West. შონ დუგლასი, კრისტენ უიგი, ჯოშ გრინბაუმი. Will & Harper, Netflix

2011 წელს უიგი იყო ნომინირებული საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაში ფილმისათვის Bridesmaids. დუგლასს მიღებული აქვს გრემის ნომინაცია წლის საუკეთესო ქანთრი სიმღერის კატეგორიაში. 

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება

Alien: Romulus  (20th Century Studios), ბენჯამინ უოლფიში

ეს უოლფიშის პირველი ნომინაცია იქნება ოსკარისთვის. ის არაერთ დაჯილდიებაზე იყო ნომინირებული. მათ შორის:  გრემიზე, ოქროს გლობუსსა და BAFTA-ზე. Alien: Romulus არის Alien-ის ფრენჩაიზი, რომელშიც მოქმედება ხდება Alien(1979)-ის და Aliens(1986)-ის სიუჟეტებში განვითარებულ მოვლენებს შორის. 

Blitz (Apple Original Films), ჰანს ციმერი

ციმერმა ხუთი ათწლეულის განმავლობაში ამ კატეგორიაში უკვე 12 ნომინაცია დაიმსახურა. მან მოიგო ოსკარი ფილმებისათვის The Lion King (1994) და Dune (2021). 

The Brutalist (A24), დანიელ ბლუმბერგი

ბლულბერგი ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორია. ეს ოსკარზე მისი პირველი ნომინაცია იქნება. The Brutalist არის ფილმი, სადაც მთავარ როლში ედრიენ ბროუდი მონაწილეობს. ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი არქიტექტორის ცხოვრებას აღწერს.

Challengers (Amazon MGM), ტრენტ რეზნორი, ატიკუს როსი

რეზნორი და როსი უკვე სამი ნომინაციით არიან ცნობილი ამ კატეგორიაში. მათ ოსკარი მოიგეს ფილმებისათვის The Social Network (2010) და Soul (2020). ამ უკანასკნელზე მუსიკოსებმა ჯონ ბატისტთან ერთად იმუშავეს. გარდა ამისა, მათ მოიგეს ემი, გრემი და ოქროს გლობუსის ჯილდოები. Challengers რეჟისორ ლუკა გუადანინოს ნამუშევარია. ფილმის სიუჟეტი ჩოგბურთის მწვრთნელის, მისი ყოფილი შეყვარებულისა და ქმრის სასიყვარულო სამკუთხედის ირგვლივ ტრიალებს.

Conclave (Focus Features), ვოლკერ ბერტელმანი

ბერტელმანმა ამ კატეგორიაში 2022 წლის ოსკარზე გაიმარჯვა ფილმისათვის All Quiet on the Western Front. ის ადრე ასევე იყო ნომინირებული ფილმისათვის Lion. Conclave მისტიკური საშინელებათა ფილმია, რომლის რეჟისორი ედვარდ ბერგერია. სწორედ ბერგერია All Quiet on the Western Front-ის რეჟისორიც. 

Emilia Pérez (Netflix), კლემანტ დუკოლი, კამილ დალმეი

Emilia Pérez-ის პრემიერა მაისში კანის კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც მან ჟიურის პრიზი მოიგო და ფილმის ვარსკვლავებმა (კარლა სოფია გასკონი, სელენა გომეზი, ადრიანა პაზი და ზოე სალდანა) ერთად მოიპოვეს საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი. 

The Fire Inside (Amazon MGM), Tamar-kali

Tamar-kali-სათვის ეს ოსკარის პირველი ნომინაცია იქნება. The Fire Inside-ის სიუჟეტი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი პერიოდის პარალელურად პროფესიონალი მოკრივის ირგვლივ ვითარდება. 

Gladiator II (Paramount Pictures), ჰარი გრეგსონ-უილიამსი  

ნომინირების შემთხვევაში, ეს იქნება გრეგსონ-უილიამსის პირველი ნომინაცია. ფილმის პირველი ნაწილის მუსიკალური გაფორმებისათვის ჯილდო ჰანს ციმერმა მიიღო. კინოსურათმა ხუთი ოსკარი დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის. პირველი ფილმის მსგავსად, მეორე ნაწილის რეჟისორიც რიდლი სკოტია. Gladiator II-ის პრემიერა  აშშ-ში 22 ნოემბერს შედგება.  

The Goat Life (Netflix), A.R. Rahman

რაჰმანს ოსკარი მიღებული აქვს ფილმისათვის Slumdog Millionaire (2008)  და კვლავ ნომინირებული იყო ორი წლის შემდეგ ფილმისათვის 127 Hours. The Goat Life  არის საერთაშორისო კოპროდუქცია, რომელშიც მონაწილეობენ ინდური და ამერიკული კინოკომპანიები. ეს არის ადაპტაცია 2008 წლის რომანისა Aadujeevitham, ემიგრანტი მუშის რეალურ ისტორიაზე.

Here (Sony Pictures), ალან სილვესტრი  

სილვესტრი ნომინირებული იყო 1994 წლის Forrest Gump-ისთვის, რომელიც იმ წელს საუკეთესო ფილმად დასახელდა. სილვესტრი ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში, სიმღერისათვის Believe ფილმიდან The Polar Express. 

ილუსტრაცია: Klawe Rzeczy

IF (Paramount Pictures), მაიკლ ჯაჩინო  

ჯაჩინო ნომინირებული იყო 2007 წლის ოსკარზე, ორი წლის შემდეგ კი კვლავ წარადგინეს და ამჯერად მან მოიგო ჯილდო ფილმისათვის Up. აღსანიშნავია, რომ IF მხატვრული ფილმისა და ანიმაციის სინთეზია. 

Inside Out 2 (Pixar), ემდრია დაცმანი

ამ ნამუშევრით დაცმანი გახდა პირველი ქალი, რომელმაც მუსიკა შექმნა Pixar-ის სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის. წარდგენის შემთხვევაში, ეს მისი პირველი ოსკარის ნომინაცია იქნება. დაცმანმა ასევე შექმნა მუსიკა Pixar-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის Carl’s Date (2023). Inside Out-ის პირველმა ნაწილმა ოსკარის ორი ნომინაცია მიიღო, თუმცა საუკეთესო მუსიკალური გაფორმების კატეგორიაში ვერ გაიმარჯვა.  

Joker: Folie à Deux (Warner Bros.), ჰილდურ გუანადოტირი  

ჰილდურ გუანადოტირმა ოსკარი Joker-ის პირველი ნაწილის მუსიკით მოიგო. სიქველმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და კრიტიკოსებმა ის ძირითადად უარყოფითად შეაფასეს, თუმცა ფილმის მუსიკამ ცალსახად დადებითი კომენტარები დაიმსახურა. თუ ფილმის საუნდტრეკი ნომინანტი გახდება, კომპოზიტორი იქნება მესამე ქალი, რომელიც ორჯერ ან მეტჯერ იქნება ნომინირებული მუსიკალური ნამუშევრების კატეგორიებში. 

Nickel Boys  (Amazon MGM/Orion), ალექს სომერსი, სკოტ ალარიო  

სომერსი და ალარიო ჯგუფის Parachutes წევრები იყვნენ. თუ ოსკარის ნომინანტთა სიაში მოხვდნენ, ეს მათთვის პირველი ნომინაცია იქნება. რაც შეეხება ფილმს, Nickel Boys ორი აფრიკელი ამერიკელი ბიჭის ისტორიას აღწერს. ფილმის გმირებს მკაცრი რეჟიმის სკოლაში აგზავნიან, სადაც მათზე მუდმივად ძალადობენ. 

Nosferatu (Focus Features), რობინ კაროლანი  

წარდგენის შემთხვევაში, ეს იქნება კაროლანის პირველი ნომინაცია. Nosferatu არის გოთიკური ჰორორ ფილმი, რომლის რეჟისორი რობერტ ეგვერსია. ეს არის 1922 წლის გერმანული ფილმის რიმეიქი, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ბრემ სტოკერის 1897 წლის რომანს “დრაკულა”. 

The Piano Lesson (Netflix), ალექსანდრე დესპლატი  

დესპლატი ამ დრომდე 11 ნომინაციას ფლობს ამ კატეგორიაში. მან ოსკარი ასევე მოიგო ფილმებისთვის The Grand Budapest Hotel (2014) და The Shape of Water (2017). The Piano Lesson არის ადაპტაცია 1987 წლის პულიცერის პრემიის გამარჯვებული პიესისა, რომლის ავტორია აუგუსტ უილსონი. ფილმში მონაწილეობენ სამუელ ელ ჯექსონი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი და ერიკა ბადუ. ვაშინგტონი ფილმის რეჟისორის, მალკომ ვაშინგტონის  ძმაა. ისინი ოსკარის ორგზის გამარჯვებული მსახიობის, დენზელ ვაშინგტონის შვილები არიან. 

Queer (A24) , ტრენტ რეზნორი, ატიკუს როსი  

თუ რეზნორი და როსი მიიღებენ ნომინაციებს ფილმებისათვის Challengers და Queer, ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ისინი ორჯერ იქნებიან ნომინირებულნი ერთსა და იმავე კატეგორიაში. რეზნორი და როსი ოთხი წლის წინ წარადგინეს ფილმებისთვის Soul და Mank. ფილმი Queer, რომლის რეჟისორიც არის ლუკა გუადანინო, დაფუძნებულია William S. Burroughs-ის 1985 წლის ნოველაზე. ფილმის სიუჟეტი 1950-იანი წლების მექსიკის ქალაქში ვითარდება. მთავარ როლებში მონაწილეობენ დანიელ კრეიგი და დრიუ სტარკი.  

The Room Next Door  (Sony Pictures Classics), ალბერტო იგლესიასი  

იგლესიასმა ამ კატეგორიაში სხვადასხვა დროს ოთხი ნომინაცია მიიღო.  The Room Next Door არის მისი მე-14 კოლაბორაცია რეჟისორ პედრო ალმოდოვართან. ეს ფილმი ალმოდოვარის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის ინგლისურ ენაზე და მისი პრემიერა აშშ-ში 20 დეკემბერს შედგება.  

Saturday Night (Sony Pictures), ჯონ ბატისტი

ბატისტმა ამ კატეგორიაში ოსკარი მიიღო 2020 წლის ფილმისათვის Soul, რომლის მუსიკალური გაფორმება ტრენტ რეზნორთან და ატიკუს როსთან ერთად შექმნა. მან 2023 წელს ნომინაცია მიიღო საუკეთესო  სიმღერის კატეგორიაში. 

The Wild Robot (DreamWorks Animation), კრის ბაუერსი

ბაუერსი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა არა მუსიკის კატეგორიებში, არამედ საუკეთესო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში. The Wild Robot-ის სცენარი და რეჟისურა ეკუთვნის კრისტოფერ სანდერსს, რომელიც სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში. ფილმში მსახიობების როლებს ასრულებენ ლუპიტა ნიონგო, პედრო პასკალი და კეტრინ  ო’ჰარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბეტი უაითი, 2015 წლის 20 ივნისს, ლოს-ანჯელესი ამანდა ედვარდსი/WireImage

ბეტი უაითის პატივისცემის ნიშნად საფოსტო მარკას გამოუშვებენ

შემდეგი სტატია

პროკურატურის განცხადებით, შონ კომბსი ციხიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ცდილობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი