ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

“ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბობ დილანი აუდიტორიაში იმყოფებოდა. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე პირადად მექნება მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ აქედან ვუხდი მას მადლობას. მადლობა, ბობ!”
Nick Cave Joel Ryan
Nick Cave
Joel Ryan

ნიკ ქეივმა ტვიტერზე ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მას „სიხარულის მშვენიერი იმპულსი“ უწოდა.

ბობ დილანის ცოტა ხნის წინ გააქტიურებულ ტვიტერის ანგარიშზე თავდაპირველი პოსტი ნიკ ქეივის შესახებ 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, რომელიც საფრანგეთში Nick Cave and the Bad Seeds-ის გამართულ კონცერტს ეხებოდა:

„ახლახან პარიზში, Accor Arena-ზე, ნიკ ქეივი ვნახე, ეს ნამდვილად შთამბეჭდავი  იყო, განსაკუთრებით აღსანიშნავია სიმღერა Joy (სიხარული), სადაც ის მღერის: „ჩვენ ყველამ ზედმეტად ბევრი მწუხარება გამოვიარეთ, ახლა კი სიხარულის დროა.” – ჩემთვის ვფიქრობდი, რომ დიახ, ეს ნამდვილად ასეა.” – წერდა ბობ დილანი ტვიტერზე.

როგორც ჩანს ამ პოსტმა ნიკ ქეივამდეც მიაღწია, აღსანიშნავია, რომ ნიკ ქეივი ბობ დილანის დიდი  გულშემატკივარია, ის დილანის შემოქმედებას ყოველთვის პატივს სცემდა და მისი ვრცელი რეპერტუარიდან მრავალი სიმღერა აქვს შესრულებული. ნიკ ქეივმა საკუთარ ბლოგზე Red Hand Files აღნიშნა, რომ არ იცოდა დილანის აუდიტორიაში ყოფნის შესახებ. ტვიტერზე კი დილანის მისამართით დაწერა: „ეს იყო სიხარულის მშვენიერი იმპულსი, რომელმაც ჩემი დაღლილი, ზომბირებული მდგომარეობა გაარღვია.“ 

„გამიხარდა ბობ დილანის  X-ზე ნახვა, მაშინ როცა ბევრმა მემარცხენემ ტვიტერი დატოვა და Bluesky-სკენ აიღო გეზი. ეს ბობ დილანის სტილში საოცრად უჩვეულო რამ არის. მართლაც ვგრძნობდი, რომ ეს იყო სიხარულის და არა მწუხარების დრო. იმდენი სასოწარკვეთა და უიმედობა სუფევდა არჩევნების ირგვლივ, რომ ადამიანს ბუნებრივად უჩნდებოდა კითხვა –  როდის გახდა პოლიტიკა ყველაფერი?” – თქვა ნიკ ქეივმა.

„მსოფლიო სრულიად განწირული ჩანს, სადაც ყველა პოლიტიკითა და ლიდერობით არის შეპყრობილი. უამრავი  ბარიერია აღმართული, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, ვიგრძნოთ რაიმე, თუნდაც სულიერების მსგავსი, საკრალური ან ტრანსცენდენტური. შევიგრძნოთ წმინდა ადგილი, სადაც სიხარული ბინადრობს. ვამაყობდი, რომ The Bad Seeds-თან ერთად ვმოგზაურობდი და ვთავაზობდი აუდიტორიას, მუსიკას როკ-ენ-როლის სახით. ეს არის წამალი სასოწარკვეთილებისთვის, რომელიც ხალხს პოლიტიკური მომენტებისა და საშინელი დრამის მიღმა გაჰყავდა.” – დამატა არტისტმა.

ნიკ ქეივმა წერილი მადლიერებით დაასრულა: „ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბობ დილანი აუდიტორიაში იმყოფებოდა. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე პირადად მექნება მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ აქედან ვუხდი მას მადლობას. მადლობა, ბობ!”

ბობ დილანის X-ის ანგარიში ბოლო კვირებში ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი აქტიურობა გაიზარდა და აშკარა გახდა, რომ სარეკლამო პოსტების ნაცვლად თავად დილანის კომენტარები ჩნდება. 

ახალორლეანური სამზარეულოს რეკომენდაციებთან და გარდაცვლილი კომიკოსის, ბობ ნიუჰართის ხსოვნისადმი პატივის მიგებასთან ერთად, ბობ დილანმა საზოგადოებაში იდუმალი ქალის, მერი ჯოს შესახებ ინტერესი გააღვივა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

შემდეგი სტატია

Wicked-მა გამხსნელ საპრემიერო დღეებში 114 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც Gladiator II უკან ჩამოიტოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი