ლანა დელ რეი ახალ ალბომს აანონსებს

ალბომი The Right Person Will Stay 2025 წლის მაისში გამოვა.
ლანა დელ რეი
Neil Krug

ლანა დელ რეი ახალ ალბომს აანონსებს, სახელწოდებით The Right Person Will Stay, რომელიც 2025 წლის მაისში გამოვა. ამის შესახებ მუსიკოსმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა.

„მადლიერი ვარ, რომ ჩემი 13 სიმღერა ერთად გამოვა ჩემს მშვენიერ ნამუშევარში ლუკთან, ჯეკთან, ზაკთან, დრიუ ერიკსონსა და ბევრ სხვასთან ერთად ერთად,” – დაწერა მომღერალმა და ალბომის გამოცემის ზუსტი თარიღიც გაამხილა – 21 მაისი. „მიხარია, რომ რამდენიმე სიმღერას Stagecoach-ამდე მოისმენთ. ვიწყებთ Henry-თ.”

პოსტზე მონიშნული არიან ჯეკ ანტონოფი და ზაკ დევისი (ორივე მათგანმა იმუშავა ლანა დელ რეის 2023 წლის ალბომზე Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd) და ლუკ ლერდი.

ლანა დელ რეიმ ქანთრი ალბომი Lasso ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა, თუმცა თავდაპირველად მისი გამოცემა სექტემბრისთვის იგეგმებოდა. იმავე თვეს მან ალბომში შემავალი სიმღერის მცირე მონაკვეთიც წარადგინა, სავარაუდო სახელწოდებით Henry, Come On. შესაძლოა, სწორედ ეს სიმღერა იგულისხმება Henry-ში, რომელზეც დელ რეი ინსტაგრამის პოსტში წერს. 

ახალი ალბომი მოჰყვება მომღერლის 2023 წლის Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd-ს, რომელიც Billboard 200-ში მესამე ადგილზე გავიდა. ამ დრომდე ლანა დელ რეის Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულის ორი ჰიტი აქვს: 2013 წლის Summertime Sadness და მისი მონაწილეობით ტეილორ სვიფტის 2022 წლის სიმღერა Snow on the Beach.

ახალი ალბომის გამოშვების გარდა, 2025 წელს ლანა დელ რეი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტურში გამგზავრებას გეგმავს. ტურნე 23 ივნისს უელსში დაიწყება და 3 ივლისს ლონდონში დასრულდება. აპრილში კი ლანა დელ რეი ფესტივალ Stagecoach-ზე წარდგება. 

ნახეთ ლანა დელ რეის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

შემდეგი სტატია

U2 ბრაიან ენოსთან ერთად ახალ მუსიკას აკეთებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი