U2 ბრაიან ენოსთან ერთად ახალ მუსიკას აკეთებს

The Edge-ის თქმით, U2 „გიჟურ” მუსიკაზე მუშაობს.
U2
Helena Christensen

თუ ჯგუფის დამფუძნებელ გიტარისტ The Edge-ს დავუჯერებთ, U2-ს მომავალი ალბომი შესაძლოა სრულიად განსხვავებული ჟღერადობის იყოს. ვეტერანმა გიტარისტმა BBC რადიო 2-ში სტუმრობისას ჯგუფის ბოლო ჩანაწერზე How to Re-Assemble an Atomic Bomb ისაუბრა, რომელიც 2004 წლის ალბომის, How to Dismantle an Atomic Bomb-ის 20 წლის იუბილეზე გამოდის და აქამდე გამოუცემელ კომპოზიციებს აერთიანებს.

საუბრისას The Edge-მა ასევე ყურადღება გაამახვილა ირლანდიური ჯგუფის ამჟამინდელ საქმიანობაზე და გაამხილა, რომ ის და ბენდის სოლისტი ბონო ემბიენტის პიონერ ბრაიან ენოსთან ერთად „ახალ გიჟურ მუსიკაზე” მუშაობენ. 

„ბონო და მე გიჟურ საი-ფაი ირლანდიურ ფოლკ მუსიკაზე ვმუშაობთ, რომელიც შესაძლოა U2-ს ახალი ალბომის ნაწილიც გახდეს. ჯერ არ ვიცით, ვნახოთ,” – თქვა მან.

ამას თუ დავუმატებთ „შესანიშნავი ირლანდიელი მუსიკოსების გუნდს”, რომლებიც, The Edge-ის თქმით, შესაძლოა ასევე ჩაერთონ პროცესში, ეს ყველაფერი ბენდის ჟღერადობაში უზარმაზარ ცვლილებაზე მიგვანიშნებს. U2-ს ახალი მუსიკით შექმნილი ბოლო ალბომი 2017 წელს გამოცემული Songs of Experience იყო. მას 2023 წელს Songs of Surrender მოჰყვა, თუმცა მასში უკვე გამოცემული სიმღერების ახალი ვერსიები შედიოდა. 

2023 წელს კი ბონო ამბობდა, რომ მათი შემდეგი პროექტი “ხმაურიანი, უკომპრომისო  და ირაციონალური” როკალბომი იქნებოდა, რომელსაც Songs of Ascent უნდა ჩაენაცვლებინა.

„არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო U2-ს შემდეგ ალბომს ელოდება” – თქვა ბონომ. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ მათ მიზეზი, რომ დაინტერესდნენ. მე უბრალოდ მინდა დიდი მუსიკა დავწერო, რადგან ეს არის ის, რითაც U2 დაიწყო – დიდი გუნდებითა და ნათელი იდეებით. მოდი, იქ დავბრუნდეთ, მაგრამ ამჯერად ეს ცოტაოდენი ბენზინითა და ასანთით გავაკეთოთ.”

ბიბისისთან საუბარში The Edge-მა ასევე გაამახვილა ყურადღება დრამერ ლარი მალენ ჯუნიორის დაბრუნებაზე, რომელმაც ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციის გამო, ჯგუფის 2023-2024 წლის ლას-ვეგასის რეზიდენცია გამოტოვა. „ჩვენ ახლა დიდებულ ფაზაში ვართ, სადაც არ გვჭირდება ზედმეტად ფიქრი. ჩვენ უბრალოდ ვქმნით მუსიკას და მოგვწონს პროცესი,” – თქვა The Edge-მა. „U2 ისევ ლარისთან ერთადაა, რომელიც შესანიშნავია და ის ჩვენთან ერთადაა სტუდიაში. ასე რომ, წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

2024 წლის Billboard Music Awards-ის ნომინანტები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი
ქეთათო ნერგაძე -„მიპოვნე" ფოტო: ზუკა სიმონიშვილი

ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა „მიპოვნე“  –  მარტოობის, საყრდენის ძიებისა და პოვნის ამბავზე

„ადამიანი ყველაზე მარტოსულად მაშინ გრძნობს თავს, როცა უნდა, რომ ვიღაცამ იპოვოს“...
მეტი
DillaNext x PINO - IRAO DANCE (prod. eth3rnet) (Lyric Visualizer)

DillaNext-ის და PINO-ს ახალი მუსიკალური ტრეკი IRAO DANCE

კომპოზიციის მთავარი მესიჯი კონფუცის ცნობილ გამონათქვამს ეფუძნება: Never give a sword to a man who can't dance (არასოდეს მისცე ხმალი ადამიანს, რომელსაც ცეკვა არ შეუძლია).
მეტი

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი