SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
SZA
Samir Hussein/WireImage

SZA-ს თქმით, მისი მუსიკალური სეზონი დაიწყო. ოთხგზის გრემის გამარჯვებულმა დაადასტურა, რომ წლის ბოლომდე ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს წარადგენს. ამის შესახებ არტისტმა YouTube-ის ცნობილი სტრიმერის, კაი სენატის ვიდეოში ისაუბრა. 

SZA-მ გაამხილა, რომ „სრულიად ახალი პროექტი“ აქვს მზად და როდესაც სენატი შესაძლო გამოსვლის თარიღზე ჩაეკითხა, მუსიკოსმა უპასუხა, რომ ეს „წლის დასრულებამდე“ მოხდება.

თუ ეს მართალია, ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც SZA წლის ბოლო მონაკვეთში თავისი მუსიკალური შემოქმედების მნიშვნელოვან ნამუშევარს გამოსცემს. 2022 წელს მისი მეორე ალბომი, SOS, 9 დეკემბერს გამოვიდა და წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის სტატუსი მალევე დაიმსახურა.

ალბომმა სადებიუტო კვირაში Billboard 200-ის ჩარტში 318,000 ალბომის ეკვივალენტური ერთეულით პირველი ადგილი დაიკავა. ეს შედეგი 2022 წლის მესამე ყველაზე რეიტინგული სადებიუტო მაჩვენებელი იყო. კვირის განმავლობაში სტრიმინგების მაჩვენებლით, SOS ქალი არტისტის R&B ალბომებს შორის ყველაზე წარმატებული ნამუშევარიც გახდა. ალბომმა საერთო ჯამში 10 კვირა გაატარა ჩარტის ლიდერ პოზიციაზე და გახდა პირველი ქალი არტისტის R&B ალბომი, რომელმაც ჩარტებში 10-კვირიან ნიშნულს მიაღწია. ამ კრიტერიუმით SZA მხოლოდ  მერაია კერის ჩამორჩება, რომლის 1991 წლის სადებიუტო ალბომმა 11 კვირა გაატარა ჩარტების №1 პოზიციაზე.

SZA-ს ბოლო განცხადება ასევე თანხვედრაშია მის ბოლო ინტერვიუსთან, რომელიც British Vogue-ს მისცა. გამოცემასთან საუბრისას ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ორი პროექტი მზად აქვს გამოსაშვებად, თუმცა თარიღები არ დაუსახელებია. British Vogue-ის მიხედვით, SZA ამზადებს როგორც SOS-ის ე.წ. დელუქს ვერსიას, ისე თავის მესამე სტუდიურ ალბომს,  სახელწოდებით Lana. 

„ვგრძნობ, რომ მუსიკას ცხოვრების უფრო მშვენიერი წერტილიდან ვქმნი. მეტად იმედისმომცემი ადგილიდან და არა ნეგატივით სავსე გარემოებებიდან,“ – განმარტა SZA-მ. „ჩემ გარშემო არსებული სირთულეები ჩემი იდენტობა აღარ არის. ეს უბრალოდ მოვლენებია, რაც თავს გადამხდა. დიახ, სისასტიკე გამოვცადე, მაგრამ ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშორო. ნელ-ნელა ჩემი მუსიკა ამისგან თავისუფლდება და უფრო მსუბუქი ხდება“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლას-ვეგასის ბოლო კონცერტზე თვალცრემლიანი ადელი მსმენელს დაემშვიდობა

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი