პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა

ღონისძიებას 50-მდე ქვეყნის მეთაურები ესწრებოდნენ.

7 დეკემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა. ქართველმა პიანისტმა ღონისძიებაზე მარჩელო-ბახის „ადაჟიო” შეასრულა. გამოსვლის ვიდეო ბუნიათიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.  

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი… უსასრულო კიბე, რომელსაც პარიზის ცისკენ მიჰყავხარ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – ესმერალდას თავისუფლება, კვაზიმოდოს უმანკოება, ადამიანთა უფლებები, რომელზეც ვიქტორ ჰიუგო ოცნებობდა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც გვაშინებს იმის ჩვენებით, რომ უკვდავებაც შეიძლება განადგურდეს, მაგრამ ამავდროულად ის მაინც აქ არის – ძველი, ლამაზი, თავისუფალი და მარადიული…” – წერს პიანისტი ვიდეოს აღწერაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. 5-წლიანი რესტავრაციის შემდეგ კი 2024 წლის 7 დეკემბერს ტაძარი ხელახლა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას 50-მდე ქვეყნის მეთაურები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BASSIANI

კლუბი BASSIANI ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

SZA 024 წლის 16 მაისს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. Rachpoot/Bauer-Griffin/GC Images.

SZA ალბომ SOS-ის დელუქს ვერსიას წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი