ემინემი 50 Cent-თან ერთობლივ ალბომზე სამუშაოდ მზად არის

„სისულელეებს უნდა შევეშვათ და ეს უბრალოდ გავაკეთოთ,” – აღნიშნა ემინემმა DJ Whoo Kidd-ის გადაცემაში სტუმრობისას.
50 Cent და ემინემი
Albert L. Ortega/Getty Images

ემინემისა და 50 Cent-ის ერთობლივი ალბომის შექმნა უკვე ათწლეულზე მეტია, რაც Shady-სა და G-Unit-ის ფანების დიდი სურვილია. მსმენელებს აქვთ იმედი, რომ ის ერთ დღეს რეალურად განხორციელდება.  24 დეკემბერს ემინემი და პოლ როზენბერგი DJ Whoo Kidd-ის გადაცემის სტუმრები იყვნენ. 30-წუთიანი ინტერვიუს ფარგლებში ემინემმა იმ პროექტის პერსპექტივებზეც ისაუბრა, რომელსაც ფანები, მისივე სიტყვებით, უკვე დიდი ხანია „მოთმინებით ელიან”.  

„ეს შესანიშნავი იქნებოდა,” – აღნიშნა ემინემმა. „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სისულელეებზე ფიქრი და ეს უბრალოდ გავაკეთოთ. მე არ ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელია.”

დეკემბრის დასაწყისში ემინემმა და 50 Cent-მა  Snoop Dogg-ისა და Dr. Dre-ს ერთობლივი ალბომის, Missionary-ის ფარგლებში ითანამშრომლეს. რეპერები ალბომის ერთ-ერთ გამორჩეულ ტრეკზე – Gunz N Smoke-ზე მუშაობდნენ.  

DJ Whoo Kidd-თან ინტერვიუს ერთ-ერთ  ნაწილში ემინემი ასევე შეეხო თავის

2004 წლის ალბომს, სახელწოდებით Encore. არტისტის თქმით, ალბომის ტრეკები ინტერნეტში რომ არ გაეჟონა, მას შესაძლოა იგივე გავლენა ჰქონოდა, რაც The Eminem Show-ს ჰქონდა. 

Encore 2004 წლის ნოემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში მოექცა, პირველივე კვირაში ემინემმა ალბომის 710,000 ასლი გაყიდა.  

იხილეთ ემინემის სრული ინტერვიუ DJ Whoo Kidd-თან: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პროდიუსერი ჯეი დევიდ საკსი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

მუსიკოსების და მუსიკის მოყვარულთა საპროტესტო მარში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი