ემინემი დარწმუნებულია, რომ კენდრიკ ლამარი გრემის დაჯილდოებაზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვებს

კენდრიკ ლამარი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე 7 ნომინაციაზეა წარდგენილი.
კენდრიკ ლამარი და ემინემი
Cooper Neill/Getty Images

კენდრიკ ლამარი 2024 წელს რეპის უდავო ლიდერი და Billboard-ის წლის საუკეთესო პოპ-ვარსკვლავი გახდა. არტისტის შესახებ ემინემმა ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ კენდრიკ ლამარის წარმატება 2025 წელსაც გაგრძელდება.  

მიუხედავად იმისა, რომ ემინემი და ლამარი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ-შესრულების კატეგორიაში ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან, ემინემს სჯერა, რომ 2 თებერვალს, ცერემონიის დღეს,  კენდრიკი შვიდივე ნომინაციაში მოიპოვებს გამარჯვებას. ემინემმა ამის შესახებ DJ Whoo Kid-ის გადაცემაში მონაწილეობისას ისაუბრა.

„ძალიან ძლიერი კონკურენციაა,“ – თქვა ემინემმა გრემიზე ნომინირებული კოლეგების შესახებ. „კენდრიკი სრულად მოიპოვებს ყველა ჯილდოს. ასე იქნება და ასეც უნდა იყოს.“  

ემინემი კენდრიკ ლამარს კონკურენციას უწევს საუკეთესო რეპ შესრულების კატეგორიაში თავისი სინგლით Houdini, რომელიც მისი ალბომის, The Death of Slim Shady-ს წამყვანი ტრეკია. ლეგენდარულმა დეტროიტელმა

არტისტმა ასევე მიიღო ნომინაცია საუკეთესო რეპ-ალბომის კატეგორიაში. ემინემი წარდგენილია ნამუშევრისათვის The Death of Slim Shady. რაც შეეხება ლამარის ალბომს GNX, ის  2025 წლის გრემის კალენდარში გამოცემის თარიღის გამო ვერ მოხვდა და 2026 წლის ნომინაციისთვის იბრძოლებს.  

ემინემი დიდი ხანია, რაც კენდრიკ ლამარის შემოქმედებას საჯაროდ აღიარებს და აღნიშნავს, რომ ლამარი ყველა დროის ერთ-ერთი უმაღლესი დონის ტექსტების ავტორია. 

ემინემმა და ლამარმა 2022 წელს Super Bowl-ის მუსიკალური შოუს სცენაც გაიზიარეს, სადაც მთავარი არტისტები Snoop Dogg და Dr. Dre იყვნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქეთათო ნერგაძე (Lua) & String Chamber orchestra – საქველმოქმედო კონცერტი Leno Records-ში

შემდეგი სტატია

ნუცი ნებიერიძე ახალ სიმღერას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი